“მოკლე კბილები”, “ღრძილოვანი ღიმილი” და გვირგვინების დაგრძელება

გვირგვინების დაგრძელება, უფრო ზუსტად კი “კბილის კლინიკური გვირგვინის ესთეტიკური დაგრძელება” ქირურგიული პროცედურაა, რომლის საჭიროება საკმაოდ ხშრად დგას კლინიკურ პრაქტიკაში. ყველაზე ხშირად იგი ტარდება ე.წ. “მოკლე კბილების” შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა ღრძილით დაფარული კბილის გვრგვინის ყელის ნაწილი გაშიშვლდეს და სრულად გამოჩნდეს გვირგვინის ზედაპირი. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ღრძილის კიდის მოკვეთა ჩატარდეს (გინგივექტომია), ზოგჯერ კი ღრძილის ქვეშ ძვლის ქსოვილის ნაწილის მოშორებაც აუცილებელია (ოსტეოტომია). 

“მოკლე კბილების” შემთხვევაში უმეტესად ადგილი აქვს “ღრძილოვან ღიმილს“, ანუ ღიმილის დროს უფრო ჭარმად ჩანს ღრძილის, ვიდრე ამას ნორმალური პროპორცია ითვალისწინებს. და ეს მდგომარეობა ხშირადაა პიროვნების  ესთეტიკური დისკომფორტის მიზეზი. 

(ფოტო გუგლიდან)

ღრძილის სიჭარბის მიზეზი შეიძლება იყოს ქსოვილის ჰიპერპლაზია (ჭარბი ზრდა), რასაც ზოგიერთი მედიკამენტის სისტემატიური მიღებისას ვხვედებით. უფრო ხშირად ეს არის იმუნოსუპრესორები, რომელიც იმუნიტეტის შესასუსტებლად გამოიყენება (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ). 

თუმცა შესაძლებელია ღრძილის ქსოვილი სრულიად ჯანმრთელი იყოს და მხოლოდ ვიზუალურად გამოიყურებოდეს კბილების გვირგვინები მოკლე. ასეთ მდგომარეობას “კბილების პასიური ამოჭრის დარღვევა” ეწოდება და მიუხედავად ასეთი გრძელი და გაუგებარი დასახელებისა, სრულიად შეთავსებადია ორგანიზმის ჯანმრთელობასთან. კორექცია კი რათქმაუნდა შეაძლებელია სურვილის შემთხვევაში. 

(ფოტო გუგლიდან)

აქვე ბარემ აღვნიშნავ “მონათესავე” მდგომარეობას, როდესაც ღრძილიც ჯანმრთელია და კბილის გვირგვინის ზომაც ნორმალურია, მაგრამ ღიმილის დროს ღრძილი მაინც უფრო მეტად შიშვლება, ვიდრე საჭიროა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ან ზედა ყბის ძვლის ჭარბად განვითარებას, ან ე.წ. “ჰიპერმობილურ ზედა ტუჩს”, როდესაც იგი ნორმაზე მეტად ადის ზემოთ ღიმილის დროს. პირველ შემთხვევაში ტარდება ქირურგია ზედა ყბის ძვალზე მისი ზომის საკორექციოდ. მეორე შემთხვევაში კი ხშირად ძალიან ეფექტურია ბოტოქს-თერაპია. ასევე ტარდება ქირურგია ზედა ტუჩის მოძრაობის შესაზღუდად (პირის ღრუს მხრიდან). 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.