სამკაული კბილებზე: რა უნდა გავითვალისწინოთ

მიუხედავად იმისა, რომ კბილებზე დასამაგრებელი სამკაულების პროფესიონალური სისტემები 2 ათწლეულზე მეტია არსებობს ბაზარზე (Skyce®, Twinkles®), ეს ტრენდი სულ უფრო პოპულარული ხდება ბოლო წლებში. კბილების შემკობის ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ძველი ცივილიზაციებიდან მოდის, როდესაც იშვიათ მეტალებსა და ძვირფას ქვებს იყენებდნენ, რაც ყველასათვის არ იყო ხელმისაწვდომი.

ჩვენს დროში კბილის სამკაულების პოპულარიზაციაში უდაოდ დიდი წვლილი მიუძღვის სოციალურ მედიას და ზოგადად სილამაზის ინდრუსტრიის აყვავებას. თანაც იგი ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე მსურველისთვის. მოთხოვნის გაზრდამ ბუნებრივია გამოიწვია იაფფასიანი პროდუქციის გაჩენა ბაზარზე. კბილზე “დასაწებებელი” (ამ სიტყვის პირადპირი მნიშვნელობით) ორნამენტების კაპიკებად ყიდვა ონლაინ მაღაზიებში პრობლემას არ წარმოადგენს, რომელიც საკუთრი ხელით შეგიძლიათ დაიმაგროთ კბილზე. მაგრამ…

იაფი რომ არასოდესაა კარგი ეს ისედაც ყველამ იცის. ამიტომ აჯობებს გავარკვიოთ რა საფრთხეებს შეიცავს ამ შემთხვევაში სიიაფე და რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ამ პროცედურის გაკეთებას გადავწვყვეტთ.

  1. ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა პროფესიონალურ სისტემებს. გაურკვეველი წარმოშობის პროდუქცია შეიძლება შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებს, რომლის პირის ღრუში არსებობა დაუშვებელია. მაგალითად, ნეილ-არტის დროს გამოსაყენებლი კრისტალები არ შეიძლება დამაგრდეს პირის ღრუში. პროფესიონალურ სისტემებში გამოყენებულია უსაფრთხო მასალა (ძვირფასი მეტალები და ქვები, ბუნებრივი კრისტალები), რომელიც პირის ღრუში მიმდინარე ქიმიურ რეაქციების მიმართ ინერტულია, არ იშლება და არ ხვდება ორგანიზმში). ასეთ შემთხვევაში იგი სრულიად უსაფრთხოა კბილებისთვისაც და ზოგადად ორგანიზმისთვისაც.
  2. პირველი პუნქტიდან გამომდინარე, პროცედურის ჩატარება მიანდეთ პროფესიონალს. ეს შეიძლება იყოს სტომატოლოგი, ჰიგიენისტი, ან  პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრეინინგი და ფლობს სერტიფიკატს. ასეთი სერვისი ხშირად აქვთ სილამაზის და ტატუ-სალონებში.
  3. ყველაზე მეტად რეკომენდებულია სამკაულის დამაგრება მეორე საჭრელზე ან ეშვზე, და არა პირველ საჭრელზე, რადგან ამ შემთხვევაში მასზე მოქმედი ძალა უფრო მეტია და ნაკლებ ხანს მოგემსახურებათ. ასევე, რაც მეტი სამკაული მაგრდება ერთი კბილის ზედაპირზე, მით უფრო მცირდება ეს დრო. მიუხედავად ამისა ეგრეთწოდებული Disco Ball, როდესაც კბილის ზედაპირი მთლიადაა დაფარული კრისტალებით, ძალიან პოპულარულია.
  4. ორნამენტი უნდა დამაგრდეს მხოლოდ ბუნებრივ და ჯანმრთელ კბილზე. მგრძნობიარე, დაბზარული მინანქარი ან კარიესის არსებობა უკუჩვენებაა ამ პროცედურის ჩასატარებლად. და შეცდომა ხშირადაა დაშვებული, როდესაც არაპროფესიონალი ატარებს პროცედურას.
  5. კბილის სამკაულის არსებობისას აუცილებელია პირის ღრუს კარგი ჰიგიენა. კბილის ზედაპირზე ნებისმიერი არაეთგვაროვნების, დამატებითი კომპონენტის არსებობისას ნადების დაგროვების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. ეს არამარტო ასუსტებს სამკაულის მიმაგრებას, არამედ ზრდის კარიესის გაჩენის რისკსაც. გარდა ამისა, ორნამენტმა რომ ბრწყინვალება არ დაკარგოს, აუცილებელია მისი გაპრიალება. კბილის ჯაგრისი და პასტა ამისათვის საუკეთესო საშუალებაა.
  6. კბილის სამკაული საშუალოდ 6 თვე რჩება მიმაგრებული, თუმცა ეს ვადა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე — საკვების ტიპზე, ჰიგიენაზე, მავნე ჩვევებზე, ორნამენტების რაოდენობაზე… და ამის მიხედვით შეიძლება ნაკლები ან მეტი იყოს.  თუ მისი მოხსნა ვადაზე ადრე გადაწყვიტეთ, ეს მხოლოდ სტომატოლოგთან ან ჰიგიენისტთან არის შესაძლებელი, მარტივად ულტრაბგერითი სკეილერის საშუალებით, რომელიც კბილების გაწმენდისას გამოიყენება. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.