სისხლი, ზრდის ფაქტორები და PRGF ტექნოლოგია

თანამედროვე ქირურგიის მთავარი მიზანია პროცედურა იყოს ნაკლებად ინვაზიური, ხოლო რეგენერაციის პროცესი — სწრაფი. სწორედ შეხორცებისა და რეგენერაციის პროცესის დასახმარებლად გამოიყენება PRGF ტექნოლოგია მედიცინაში და კერძოდ სტომატოლოგიის ბევრ სფეროში.

PRGF წარმოადგენს აბრევიატურას (Plasma Rich in Growth Factors) და ითარგმნება როგორც ზრდის ფაქტორებით მდიდარი პლაზმა. საქმე მაშია, რომ ადამიანის სისხლი შეიცავს ზრდის ფაქტორებს — პროტეინებს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ქსოვილების შეხორცებისა და ძვლის რეგენერაციის პროცესში. PRGF ტექნოლოგიის გამოყენებით თავად პაციენტის ვენიდან აღებული სისხლის ცენტრიფუგირების შედეგად მიიღება პლაზმა, რომელიც უხვად შეიცავს ზრდის ფაქტორებს, მათ შორის VEGF, FGF, PDGF, TGF-B, EGF, IGF-I. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს მთელ რიგ ბიოლოგიურ პროცესებზე, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების მიგრაციას, ზრდას და განვითარებას. მიღებული მასალა სხვადასხვა ფორმით გამოიყენება, შეიძლება მისი ინექცია, მემბრანის ან გელის სახით დამატება ჭრილობაში ან ზედაპირული აპლიკაცია.

ზრდის ფაქტორების შემცველი პლაზმა ინტენსიურად გამოიყენება დენტალურ იმპლანტოლოგიაში და პირის ღრუს ქირურგიაში. ეს მასალა 100% აუტოგენურია (იმავე ორგანიზმიდან მიღებული), რის გამოც აბსოლუტურად ბიოშეთავსებადია, უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია.

კიდევ ერთი სფერო, სადაც წარმატებით გამოიყენება ეს პროდუქტები, არის კოსმეტიკური პროცედურები. პლაზმოლიფტინგის პროცედურის დროს პლაზმის შეყვანა კანქვეშ ინექციის სახით ხდება. ეს ერთერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა დღეს სილამაზის ინდუსტრიაში. მას “ახალგაზრდობის ელექსირსაც” უწოდებენ.

სისხლი — ეს უნიკალური, მუდმივად განახლებადი წყაროა, რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანიზმის რეგენარაციის ყველა პოტენციალს.

2 thoughts on “სისხლი, ზრდის ფაქტორები და PRGF ტექნოლოგია

  1. გმარჯობა, 3 დღის წინ სიბრძნის კბილი ამოვიღე ისე, რომ ამოსული არ იყო და მინი ოპერაცია გამიკეთდა, მაქვს ნაკერი და ლოყა ძალიან შეშუპებული. მაინტერესებს სიგარეტის მოწევა თუ შეიძლება? და თუ არა მაშინ როდიდან?

    1. სითბო აძლიერებს შეშუპებას. იგივე ეფექტი აქვს სიგარეტის ბოლს, რომელიც მოწევისას წარმოიქმენა პისი ღრუში. რომ აღარფერი ვთქვათ ჭრილობაზე მის ქიმიურ ზემოქმედებაზე. ამიტომ სასურველია თავი შეიკავოთ სანამ შეშუპება არ დახცრება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.