კომპოზიტური რესტავრაციები ღიმილის საკორექციოდ

ზოგჯერ ფრონტალურ (წინა) კბილებზე მცირედი დეფექტის არსებობაც კი საკმარისია, რომ თამამად გაღიმება პრობლემად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ჩამოტეხილი კიდე, ან არასტანდარტული ფორმის კბილი, ან თუნდაც რთულად შესამჩნევი რაიმე წვრილმანი. 

კბილების ვიზუალის კორექციის სხვადასხვა გზა არსებობს, როგორიცაა ვინირები და გვირგვინები. მცირე კოსმეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად ამ მეთოდებთან შედარებით უფრო სწრაფი და იაფი გზაა რესტავრაცია კომპოზიტური მასალით, რომელიც კბილის ზედაპირს ეკვრის და არ გამოირჩევა მისი ბუნებრივი ქსოვილისგან. ამის საშუალებას იძლევა ფერთა ფართო არჩევანი, რომელიც კომპოზიტური მასალების უმრავლესობას გააჩნია. სპეციალურად მხატვრული რესტავრაციისთვის განკუთვნილი ინსტრუმეტებით ექიმი ვირტუოზულად  აღადგენს დეფექტს და აძლევს მას ბუნებრივ ფორმას.

კომპოზიტური რესტავრაციის თვისებები, რომელიც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში:

  • მზადდება ერთ ვიზიტზე, რადგან ვინირებისა და გვირგვინებისგან განსხვავებით არ საჭიროებს სატექნიკო ლაბორატორიაში გაგზავნას. 
  • არ საჭიროებს კბილის ქსოვილის მნიშვნელოვან დამუშავებას.
  • გამძლეა. თანამედროვე კომპოზიტები სიმყარითა და ცვეთამედეგობით ხასიათდებიან ძველი თაობის მასალებთან შედარებით და გაცილებით დიდხანს ფუნქციონირებენ.

თუმცა კომპოზიტურმა რესტავრაციებმა შეიძლება ვერ შეძლოს დიდი და მნიშვნელოვანი კოსმეტიკური პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ამ ვარიანტის გათვალისწინება მკურნალობის მეთოდის არჩევისას აუცილებელია.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.