მჟავური რეფლუქსი და პირის ღრუს ჯანმრთელობა

გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი ანუ მჟავური რეფლუქსი (GERD) საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევაა, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს პირის ღრუს ჯანმრთელობას.

კუჭის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს მჟავას, რომელიც შლის საკვებს მისი გადამუშავების პროცესში. რგოლისებური კუნთი ანუ ეზოფაგეალური სფინქტერი, რომელიც კუჭის შესასვლელში მდებარეობს, ცალმხრივი კლაპანის პრინციპით მუშაობს — საყლაპავიდან ატარებს საკვებს, მაგრამ ხელს უშლის კუჭის შიგთავსის გადანაცვლებას საყლაპავში.

მჟავური რეფლუქსის შემთხვევაში  ეზოფაგეალური სფინქტერი მოდუნებულია და ვერ უწევს წინააღმდეგობას კუჭის შიგთავსს, რომელიც ჯერ საყლაპავში ხვდება და შემდეგ კი პირის ღრუში. საბოლოოდ მჟავა აზიანებს საყლაპავის შიდა გარსს, რაც იწვევს ტკივილს, გულძმარვას, ასევე ხელს უწყობს კიბოს უჯრედების წარმოქმნას.

რა ხდება პირის ღრუში მჟავური რეფლუქსის დროს?

მჟავას გავლენით პირის ღრუს ნეიტრალური მჟავიანობა (pH) მატულობს, რაც კბილების მინანქრის მასიურ დემინერალიზაციას, დარბილებას და ეროზიას (დაშლას) იწვევს. ამავდროულად იზრდება კარიესის განვითარების რისკი.

რა შეიძლება გავაკეთოთ მჟავიანობის გასანეიტრალებლად რეფლუქსის მკურნალობის გარდა?

  • ნერწყვის გამოყოფის სტიმულაცია. ამისთვის გამოდგება საღეჭი რეზინი.
  • სოდიანი წყლის გამოვლება (ნახევარი ჩაის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალში).
  • ანტაციდის ტაბლეტის დაღეჭვა.

მჟავური რეფლუქსის ინტენსივობის შესამცირებლად რეკომენდებულია მცირე პორციებით კვება (ბოლო პორცია დაძინებამდე 3-4 საათით ადრე), ყავის, ალკოჰოლის, ცხარე და მჟავე საკვების შემცირება. არ არის რეკომენდებული დაწოლა საკვების მიღების შემდეგ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.