კარიესი დინამიური პროცესია, ხოლო პირის ღრუ ეკოსისტემას წარმოადგენს, სადაც ცოცხალი ორგანიზმები მუდმივ კავშირში არიან ერთმანეთთან და ამ გარემოს ყველა სხვა ელემენტთან.
მინანქარი, რომლითაც კბილი გარედან არის დაფარული, წარმოადგენს მაღალმინერალიზებულ კრისტალურ სტრუქტურას, რომლის ძირითადი კომპონენტი კალციუმი და ფოსფატებია. ნერწყვი არის სუბსტანცია, რომელთანაც მინანქარი მუდმივ შეხებაშია. იგი ამავდროულად კრიტიკულ როლს ასრულებს პირის ღრუში ნეიტრალური გამოს შენარჩუნებაში და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დაცვაში, ანუ საკვების გავლენით მჟავიანობა რომ არ შეიცვალოს.
ზოგადად მჟავიანობა განისაზღვრება pH პარამეტრით 1-დან 14-მდე — 1 ძალიან მჟავეა, 14 ძალიან ტუტე. ნერწყვის მჟავიანობა 7-ია, ანუ ნეიტრალური.
დავუბრუნდეთ ისევ კარიესს. განსაკუთრებული, მჟავის წამომქმნელი (აციდოგენური) ბაქტერიები მიემაგრებიან ბიოაპკს, მოთეთრო-მორუხო-მოყვითალო ნადებს, რომელიც კბილის ზედაპირზე ჩნდება. როდესაც ტკბილეულს ან სხვას სახის ნახშირწყლებს მივირთმევთ, ეს ბაქტერიები შლიან შაქარს და წარმოქმნიან მჟავას, როგორც გვერდით პროდუქტს, რაც ასევე ზრდის პირის ღრუს მჟავიანობას. დაახლოებით 5.5 მჟავიანოს დროს მინანქრის ზედაპირული შრის მინერალები დაშლას იწყებენ ანუ დე-მინერალიზაციას. მინანქრის ქვეშ მდებარე დენტინი კიდევ უფრო სუსტია მჟავების მიმართ და უფრო ნაკლები მჟავიანობის დროსაც კი, როდესაც იგი თითქმის ნეიტრალურია, განიცდის დემინერალიზაციას. სწორედ ამიტომ გაშიშვლებულ ფესვებზე ძალიან ხშირად ჩნდება კარიესი.
რათმაუნდა რემინერალიზაციის მექანიზმი მინანქარს ბუნებრივად გააჩნია (მაგალითად ნერწყვიდან), მაგრამ ყველაფერი ბალანსზეა დამოკიდებული, კვების რაციონზე, პირის ღრუს ჰიგიენაზე, ზოგად ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა არსებობს ბევრი სხვადახვა პროდუქტი მინანქრის რემინერალიზაციისთვის. მათი გამოყენება შეიძლება ინდივიდუალურადაც, ისევე როგორც არიესის პროფილაქტიკის სქემაში მათი ჩართვა ექიმის მიერ.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნახშირწყლების შემცირება (როგორც კარიესოგენული ბაქტერიების საკვები წყარო) და ნადებთან ბრძოლა (როგორც კარიესოგენური ბაქტერიების საარსებო გარემო) მნიშვნელოვნად ამცირებს კარიესების რაოდენობას.