კბილების გათეთრება — რა უნდა ვიცოდეთ Zoom-ის შესახებ

  1. რამდენ ხანს ძელდება გათეთრების პროცედურა სტომატოლოგთან?
    Zoom-ით კბილების გათეთრება ტექნიკურად მარტივი პროცედურაა და 45-60 წუთი გრძელდება. მაგრამ მანამდე სტომატოლოგი ატარებს გაწმენდას და პოლირებას, ნადებისა და ლაქების მოსაშორებლად. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გამათეთრებელი გელის აპლიკაცია კბილებზე და დაშუქება სპეციალური ლამპით, რაც 3-4 ჯერ მეორდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ტონით გვსურს გათეთრება. თითოეული აპლიკაცია 15 წუთი გრძელდება.
  2. რამდენად უსაფრთხოა ეს პროცესი?
    რაპროფესიონალური, სახლის პირობებში გამოსაყენებელი სისტემებისგან განსხვავებით Zoom-ით კბილების გათეთრება უსაფრთხო კოსმეტიკური სტომატოლოგიური პროცედურაა, თუკი გამოიყენება ორიგინალური აპარატი და მწარმოებლის მიერ მოწოდებული მასალა.
  3. რამდენად მტკივნეულია პროცედურა?
    ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს კბილების მგრძნობელობის მომატებას და დისკომფორტს, ზოგი მსუბუქი ტკივილის შეგრძნებას. ეს შეგრძნებები დამოკიდებულია ტკივილის ინდივიდუალურ ზღვარზე და ორგანიზმის ტოლერანტობაზე ტკივილის მიმართ. საჭიროების მიხედვით შესაძლებელია როგორც ადგილობრივი ანესთეზიის, ისე ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ან მგრძნობელობის საწინააღმდეგო კბილის პასტის გამოყენება კბილების გათეთრების შემდეგ.
  4. რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი?
    ეს დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების წესზე, დიეტაზე და კვების თავისებურებაზე. Zoom-ის ეფექტის შენარჩუნება შესაძლებელია 1-2 წლის განმავლობაში, მაგრამ პიგმენტების შემცველი საკვებისა და სასმელის ხშირი გამოყენება ამ ვადას შეამცირებს. შესაბამისად, ამ პროცესის კონტროლის ბერკეტი თქვენს ხელშია.
  5. ყველამ შეიძლება თუ არა ჩაიტაროს კბილების გათეთრების პროცედურა?
    პრაქტიკულად ყველამ. უკუჩვენებას წარმოადგენს ალერგიული რეაქცია გამათეთრებელი გელის კომპონენტენზე (პეროქსიდი). ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია პროცედურის გადავადება, ხოლო კბილების მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში უმჯობესია ჯერ ჩატარდეს მინანქრის რემინერალიზაციის კურსი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.