კარიესის “ლოგიკური გაგრძელება” პულპიტი ანუ კბილის ნერვის ანთებაა. სწორედ ის, რომელიც არხების მკურნალობას ანუ ენდოდონტიას საჭიროებს. სამწუხაროდ, ეს შეიძლება საჭირო გახდეს კარიესის დროსაც, როდესაც “ნერვი” ჯერ კიდევ არ არის “ჩათრეული”, თუკი კარიესი იმდენად ღრმაა, რომ მისი დამუშავება პულპის შეხების გარეშე შეუძლებელია.
სიმპტომების გაჩენა კი კბილის ნერვის ანთებით დაზაინებაზე მიუთითებს, როდესაც მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელია და არხების მკურნალობა არის საჭირო შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად.
ეს სიმპტომებია:
- პერიოდული უმიზეზო ტკივილი, რომელიც ტკივილგამაყუჩებლის მიღებას საჭიროებს, ზოგჯერ კი იგი არაეფექტურიც კია.
- მგრძნობელობის გაჩენა, განსაკუთრებით ცივ საჭმელზე ან სასმელზე. მინანქრის ჰიპერმგრძნობელობისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ტკივილი გარკვეული დროით რჩება და მიზეზის მოშორებისთანავე არ ქრება.
- კბილის ფერის შეცვლა. არცთუ იშვიათად პულპა ანუ კბილის ნერვი მკვეთრად გამოხატული სიმპტომების გარეშე ზიანდება და კარიესის ქრონიკულ პულპიტში გადადის. აღსანიშნავია, რომ პულპის დაზიანება და “სიკვდილი” შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტრავმამაც, რაც ხშირად გარკვეული დროის შემდეგ მინანქრის გამუქებით იჩენს თავს.
- ფისტულის ანუ ხვრელარხის არსებობა, რაც ნიშნავს, რომ ნერვი დანეკროზებულია, ინფექცია უკვე გავრცელდა ფესვის ირგვლივ ძვალში და იპოვა გზა ღრძილის ზედაპირზე გამოსასვლელად. ასეთ დროს ჩირქოვანი გამონადენი მუდმივად გამოიყოფა პირის ღრუში ფისტულის გზით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ მდგომარეობას არ ახლავს ტკივილი, რის გამოც ადამიანმა ექიმს შეიძლება მიმართოს. ამიტომ ფისტულის დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანია კბილის გადასარჩენად.