დელიკატური პრობლემა პირბადის მიღმა

პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ბევრ საკითხს სხვაგვარად შევხედეთ, ბევრი რამ შევცვალეთ და ბევრ რამ აღმოვაჩინეთ საკუთარ თავში. მაგალითად ის, რომ არც ისე ჯანსაღი პირის ღრუ გვაქვს. აღმოჩნდა, რომ პირბადის ტარებაზე უარის თქმის მიზეზი ბევრ შემთხვევაში ის უსიამოვნო სუნია, რომელსაც მის მიღმა გრძნობენ ხოლმე. შეიძლება მანამდე არასოდეს გიფიქრიათ ამაზე, რადგან უბრალოდ არ შეგიმჩნევიათ. ამ მოვლენას სახელიც დაარქვეს უკვე — “Mask breath”.

პირბადე, როგორც ბარიერი, ამონასუნთქ ჰაერს გარკვეული ხნით აყოვნებს და სუნიც უფრო მძაფრად შეიგრძნობა. ეს აუცილებლად არ ნიშნავს რომ რაიმე სერიოზული პრობლემა გაქვთ. პრობლემის გადასაჭრელად შესაძლოა ყოველდღიურ ჰიგიენაში ენის გაწმენდის ჩართვაც საკმარისი იყოს. მეორეს მხრივ, ეს შეიძლება იყოს ღრძილების დაავადების ნიშანი, რომელიც გაცილებით სერიოზულია. ეს ორი ჰალითოზის ყველაზე ხშირი მიზეზია და ზომების მიღება პანდემიის პირობებშიც შეგიძლიათ დამოუკიდებლად, თუ ექიმთან მისვლას ვერ ახერხებთ.

  1. შეიძინეთ სპციალური ენის საწმენდი. იგი ძალიან მარტივი გამოსაყენებელია, მოყვება ინსტრუქციაც. ეს ვიდეოც გამოდგება https://www.youtube.com/watch?v=yCt2fCxPL90  ენა გაიწმინდეთ ყოველდღიურად, მინიმუმ ერთხელ მაინც, საღამოს კბილების გახეხვის შემდეგ.
    იცოდით, რომ პირის ღრუს ბაქტერიების 90% ენაზე სახლობს?
  2. გაიწმინდეთ კბილებს შორის დენტალური ფლოსით. ეს ის ადგილებია, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ წვდება. ფლოსის გამოყენებას თავისი წესი აქვს. აქვე ვიდეოც: https://www.youtube.com/watch?v=m3pBA4cgdxw გაითვალისწინეთ, რომ ყველა კბილს შორის უნდა გაიწმინდოთ!
    იცოდით, რომ კბილებს ხუთი ზედაპირი აქვს და აქედან მხოლოდ სამს წმენდს ჯაგრისი?
  3. სვით ბევრი წყალი. ნერწყვის სიმცირე პირის სიმშრალეს იწვევს, რაც ასევე შეიძლება იყოს ჰალითოზის მიზეზი. აუცილებელია მინიმუმ 2 ლიტრი სუფთა სასმელი წყლის მიღება დღის განმავლობაში.

იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ პირის ღრუს მდგომარეობა პანდემიის პირობებში და დაიბრუნოთ ჯანსაღი სუნთქვა. სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტზე კი სხვა მიზეზების გამორიცხვაც აუცილებელია, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.