პაროდონტიტი — იმპლანტების მტერი

იმპლანტი ყველაზე ახლოს დგას ბუნებრივ კბილთან იმ ხელოვნურ კონსტრუქციებს შორის, რომელიც პირის ღრუში კეთდება. იგი არამარტო კბილის გვირგვინს აღადგენს, არამედ ძვალში მოთავსებული იმპლანტი კბილის ფესვის იმიტაციას ახდენს და მის ფუნქციას ასრულებს ათწლეულების განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმატების ალბათობა ძალიან მაღალია (იმპლანტების 95%  გადალახავს ათწლიან ბარიერს), წარუმატებლობის შემთხვევებიც არის. მიზეზი ხშირ შემთხვევაში პაროდონტის დაავადებაა. თავად იმპლანტს ინფექცია ვერას აკლებს, მაგრამ მის ირგვლივი ქსოვილები თუ ჯანმრთელი არ არის, მათი კავშირი იმპლანტთან იღვევა, რაც საბოლოოდ მისი მორყევით მთავრდება და იგი ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

იმპლანტის ირგვლივ განვითარებულ პაროდონტის დაავადებას საკუთარი სახელწოდება აქვს — პერი-იმპლანტიტი. ისევე როგორც ბუნებრივი კბილის შემთხვევაში, აქაც დაავადება ნადების დაგროვებით იწყება, ვრცელდება სიღრმეში და იმპლანტის ძვალთან მიმაგრების — ოსტეოინტეგრაციის მოშლას იწვევს.

ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმპლანტის შემთხვევაში ჰიგიენის ისევე დაცვა, თუარა უფრო მეტად, როგორც ბუნებრივი კბილის არსებობისას — ყოველდღიურად დღეში 2-ჯერ გახეხვა, ფლოსისა და სავლების გამოყენება. და რაც მთავარია, რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან პროფესიული ჰიგიენისთვის. ექიმის მიერ დათვალიერებისას პერი-იმპლანტიტის ნიშნების აღმოჩენისთანავე მიღებული ზომები მაქსიმალურად გაახანგრძლივებს იმპლანტის მომსახურების დროს.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტაცია გვინდა ჩავატაროთ და გვაქვს პაროდონტის დაავადება? ხშირად კითხულობენ შეიძლება თუ არა პაროდონტიტის დროს იმპლანტაცია. 

პაროდონტიტი ქრონიკული დაავადებაა. მაგრამ შეიძლება მისი შეჩერება და მართვა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გაგრძელდეს რემისიის შესანარჩუნებლად. პაროდონტიტის აქტიურ ფაზაში რათქმაუნდა იმპლანტაცია განწირულია წარუმატებლობისთვის. აუცილებელია, რომ არამარტო მოხდეს პაროდონტიტის სტაბილიზაცია, არამედ შენარჩუნდეს ეს შედეგი და პაროდონტის ქსოვილი იყოს ჯანმრთელი არანაკლებ 6 თვის განმავლობაში იმპლანტაციის ჩატარებამდე. ხოლო იმპლანტაციის შემდეგ საჭიროა ჰიგიენური რეჟიმის ზემიწევნით ზუსტი დაცვა, ხოლო ექიმის მხრიდან მონიტორინგი და ნადების კონტროლი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.