მჟავური რეფლუქსი და პირის ღრუს ჯანმრთელობა

გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი ანუ მჟავური რეფლუქსი (GERD) საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევაა, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს პირის ღრუს ჯანმრთელობას. Continue reading “მჟავური რეფლუქსი და პირის ღრუს ჯანმრთელობა”

Advertisements

10 წელი თქვენთან ერთად

დღეს ვებსაიტს “ყველაფერი სტომატოლოგიაზე” 10 წელი შეუსრულდა. იმედია ამ ხნის განმავლობაში იგი პირნათლად ასრულებდა თავის ფუნქციას და აძლევდა მის მკითხველს საჭირო და საინტერესო ინფორმაციას სტომატოლოგიის სხვადასხვა სფეროდან, ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს და იძლეოდა სასარგებლო რჩევებს.

ქვემოთ მოყვანილ ინფოგრაფიკაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ზოგად სტატისტიკას, რომელიც ამ 10 წლის მონაცემებს ასახავს.

 

ზაფხული, ღიმილი და სოციალური მედია

ზაფხული, ღიმილი და სოციალური მედია — რა აქვს საერთო ამ სამს? ძნელი მისახვედრი არაა. რათქმაუნდა, ფოტო. ზაფხულში ალბათ ყველაზე მეტ სურათებს იღებენ ისინიც კი, ვისი ინსტაგრამ-პროფილები ისედაც არ განიცდის მათ ნაკლებობას. უკვე იმხელა გამოცდილება დაგროვდა სოციალური მედიისთვის იდეალური ფოტოების გადაღების, რომ ინტერნეტი სავსეა ინსტრუქციებით, ხრიკებითა და ჰაკებით. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ფოტო რაც შეიძლება მიმზიდველი და გამორჩეული იყოს. რა უნდა იზიდავდეს ყურადღებას ფოტოზე უფრო მეტად თუ არა პოზიტივი, რომელსაც ღიმილი ქმნის? თუმცა, როგორც აღმოჩდა ფოტოსთვის გაღიმებასაც აქვს წესები. Continue reading “ზაფხული, ღიმილი და სოციალური მედია”

ძვირფასო მეგობრებო!

გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში და შეავსოთ ეს კითხვარი, რომელიც ემსახურება პაროდონტის დაავადების გავრცელების გამოვლენას საქართველოს მოსახლეობაში.

კითხვარი სულ 5 შეკითხვას მოიცავს და მხოლოდ რამდენიმე წამს წაგართმევთ მისი შევსება. გამოკითხვა ანონიმურია. გამოკითხვა ტარდება “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ინიციატივით. Continue reading

“ღრმა გაწმენდა”: როდის არის საჭირო?

ათწლეულების განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორ მთელს საბჭოთა კავშირში იგნორირებული იყო თამანედროვე პაროდონტოლოგია. სწორედ ამის გამო დღემდე არ არსებობდნენ კლასიკური პაროდონტოლოგიის მეთოდებით  მომუშავე სპეციალიტები. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე არსებობს სასწავლო დაწესებულება — “ალბიუსის საერთაშორისო პერიოსკოლა”, რომელიც ამზადებს სპეციალიტებს თანამედროვე პაროდონტოლოგიის ცოდნით. ამიტომ შესაბამისი პრობლემის არსებობისას აუცილებლად მიმართეთ უშუალოდ პაროდონტოლოგს და არა ზოგადად სტომატოლოგს. ჩვენ შევეცდებით ჩვენს პოსტებში პერიოდულად ავხსნათ ის პროცედურები და მკურნალობის მეთოდები, რომელსაც პაროდონტოლოგი ატარებს.

Continue reading ““ღრმა გაწმენდა”: როდის არის საჭირო?”

ოსტეოპოროზი და პირის ღრუს ჯანმრთელობა

თუ რომელიმე ზოგადი დაავადება გაწუხებთ და გარკვეულ პრეპარატს იღებთ მუდმივად, აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი სტომატოლოგი, რადგან ეს გარემოება შეიძლება გადამწყვეტი იყოს მკურნალობის მეთოდის არჩევისას. ამჯერად ოსტეოპოროზზე გვექნება საუბარი. Continue reading “ოსტეოპოროზი და პირის ღრუს ჯანმრთელობა”

რა საფრთხეს მალავს თქვენი კბილის პასტა?

კბილის პასტების ბევრი მწარმოებელი იყენებს ზოგიერთ პროდუქტში პლასტმასის (პოლიეთილენის) მიკროგრანულებს, ძირითადად დეკორატიული ან წმენდითი უნარის გაუმჯობესების მიზნით. რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც გახშირდა ჰიგიენისტებისა და სტომატოლოგების მიერ ასეთი გრანულების აღმოჩენის შემთხვევები ღრძილის ქსოვილებში, ეჭვქვეშ დადგა მათი შემცველი კბილის პასტების უსაფრთხოება.

Continue reading “რა საფრთხეს მალავს თქვენი კბილის პასტა?”