ოსტეოპოროზი და პირის ღრუს ჯანმრთელობა

თუ რომელიმე ზოგადი დაავადება გაწუხებთ და გარკვეულ პრეპარატს იღებთ მუდმივად, აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი სტომატოლოგი, რადგან ეს გარემოება შეიძლება გადამწყვეტი იყოს მკურნალობის მეთოდის არჩევისას. ამჯერად ოსტეოპოროზზე გვექნება საუბარი. Continue reading “ოსტეოპოროზი და პირის ღრუს ჯანმრთელობა”

რა საფრთხეს მალავს თქვენი კბილის პასტა?

კბილის პასტების ბევრი მწარმოებელი იყენებს ზოგიერთ პროდუქტში პლასტმასის (პოლიეთილენის) მიკროგრანულებს, ძირითადად დეკორატიული ან წმენდითი უნარის გაუმჯობესების მიზნით. რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც გახშირდა ჰიგიენისტებისა და სტომატოლოგების მიერ ასეთი გრანულების აღმოჩენის შემთხვევები ღრძილის ქსოვილებში, ეჭვქვეშ დადგა მათი შემცველი კბილის პასტების უსაფრთხოება.

Continue reading “რა საფრთხეს მალავს თქვენი კბილის პასტა?”

ანესთეზია და ძუძუთი კვება

მკითხველების მიერ დასმული შეკითხვების მიხედვით ეს თემა ერთ-ერთ აქტუალური და ბურუსით მოცულია, არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ როგორც ჩანს ექიმებისთვისაც. ამიტომ გადავწყვიტე ამ საკითხზე პოსტი გამეკეთებინა.

ყველა მეძუძურ დედას, ვისაც სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარება უწევს აწუხებს კითხვა: “ანესთეზიის საჭიროების შემთხვევაში როდის შეიძლება ძუძუთი კვების გაგრძელება?” ზოგს ურჩევენ, რომ მეორე დღემდე არ აჭამოს, ზოგს ურჩევენ რომ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გააგრძელოს კვება, ზოგს წინასწარ რძის გამოწურვას და შენახვას ურჩევენ…

ფაქტები ასეთია: გამოკვლევების შედეგების მიხედვით* ადგილობრივი ანესთზიის დროს დედის რძეში Continue reading “ანესთეზია და ძუძუთი კვება”

კბილების ტრავმა

სპორტის დროს ან საყოფაცხოვრებო პირობებში კბილების ტრავმული დაზიანება ხშრად გვხვდება. მოხერხდება თუ არა კბილის შენარჩუნება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

კბილის სრული ამოვარდნილობის შემთხვევაში რეპლანტაციისთვის (უკან კბილბულდეში ჩანერგვა) ყველაზე ხელსაყრელი პირველი 5 წუთია, მაგრამ ეს უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია ხოლმე. კბილის ამოვარდნისას ფესვის მფარავი იოგის გაგლეჯა ხდება, რომლის ნაწილიც კბილბუდის კედლებზე რჩება. წარმატებული რეპლანტაციისთვის აუცილებელია ამ ქსოვილის შენარჩუნება. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა Continue reading “კბილების ტრავმა”

ძვირფასო მკითხველებო!

copyright

ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ სტატიები თქვენთვის საინტერესოა. ასე იმიტომ მგონია, რომ ხშირად ვხედავ აქაურ პოსტებს სოციალურ ქსელებში. მაგრამ ძალიან გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ტექსტის ან მისი ნაწილის წაღებისას მიუთითოთ წყარო.

სხვისი შრომის დაუფასებლობა და საავტორო უფლებების იგნორირება ცუდად მეტყველებს თქვენი, თქვენი ფეიჯის ან ბრენდის იმიჯზე და მხოლოდდამხოლოდ აკნინებს მის ავტორიტეტს.

სტომატოლოგი ფოტოკამერით

sj.bdj.2009.416-f16სტომატოლოგის კაბინეტში მოხვედრისას ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუკვირდეს თუ ექიმი პროფესიონალური ფოტოკამერით შეიარაღებული დახვდა, სპეციალური ფოტოგადასაღები კუთხე კი სრულიად ზედმეტად მოეჩვენოს. ზოგმა შეიძლება არასერიოზულადაც ჩათვალოს და “ფოტოსესიაზე” უარი განაცხადოს.

რეალურად კი ფოტოდოკუმენტალიზაციას თანამედროვე სტომატოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი საშუალებით შესაძლებელია არამარტო Continue reading “სტომატოლოგი ფოტოკამერით”

ძვირფასო მკითხველებო, პირველ რიგში მოგესალმებით და გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ლამაზ ღიმილს და ჯანმრთელ კბილებს ყველა სხვა სიკეთესთან ერთად.

გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მინდა შეგატყობინოთ, რომ ამ გვერდს არ გააჩნია რაიმე ანალოგიური ან მსგავსი დასახელების გვერდი/ ჯგუფი ფეისბუქზე ან სხვა სოციალურ ქსელში. იგი წარმოადგენს განთავსებული ინფორმაციის ორიგინალურ წყაროს და სტატიის (სრული ან ნაწილობრივ) გამოყენება წყაროს მითითების გარეშე ჩაითვლება საავტორო უფლებების დარღვევად. ასევე, თქვენი შეკითხვები გთხოვთ გამოგზავნოთ მხოლოდ ამ გვერდზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!