სისხლი, ზრდის ფაქტორები და PRGF ტექნოლოგია

თანამედროვე ქირურგიის მთავარი მიზანია პროცედურა იყოს ნაკლებად ინვაზიური, ხოლო რეგენერაციის პროცესი — სწრაფი. სწორედ შეხორცებისა და რეგენერაციის პროცესის დასახმარებლად გამოიყენება PRGF ტექნოლოგია მედიცინაში და კერძოდ სტომატოლოგიის ბევრ სფეროში. Continue reading “სისხლი, ზრდის ფაქტორები და PRGF ტექნოლოგია”

“სინჯარის” კბილები

ადამიანის კბილი ბევრად უფრო რთულადაა “მოწყობილი” ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ ქსოვილოვანი ინჟინერიის სპეციალისტები მიაღწევენ დაკარგული კბილები ჩაანაცვლონ ახლით, მაშინ მომავალში სხვა, უფრო რთული ორგანოების რეგენერაციაც შესაძლებელი იქნება.

ახალი, სრულფასოვანი კბილის შესაქმნელად მუშაობისას, მეცნიერები ახდენენ ემბრიონალურ დონეზე მიმდინარე პროცესების იმიტირებას. ალერნატიული მეთოდი ორია: ახალი Continue reading ““სინჯარის” კბილები”

“მხიარული გაზი” —- ნემსის ალტერნატივა სტომატოლოგიაში

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აშშ-ს სტომატოლოგიურ კლინიკებსა და თუ კაბინეტებში გამოჩნდა აზოტის ქვეჟანგი ანუ “მხიარული გაზი”, როგორც მას ხშირად უწოდებენ. ამ დროიდან იგი შეუცვლელი საშუალება გახდა შეშინებული და პანიკაში მყოფი პაციენტების დასახმარებლად, ასევე მათთვის, ვისაც ნემსის ჩხვლეტის ეშინია.

აზოტის ქვეჟანგი უფერო, უსუნო გაზია, რომელიც სტომატოლოგის სავარძელში მჯდომ პაციენტს სპეციალური ნიღბით მიეწოდება ჟანგბადთან ერთად.

თანამედროვე სტომატოლოგიურ კაბინეტებში პაციენტებს სხვადასხვა არომატის “მხიარულ გაზს” სთავაზობენ: ვანილის, პიტნის, მარწყვის და სხვა.

 

აზოტის ქვეჟანგის უპირატესობები:         

1. მოქმედების სისწრაფე — ტვინის ქსოვილამდე აღწევს 20 წამში, რელაქსაცია და ანალგეზია დგება 2-3 წუთში.

2. სედაციის სიღრმე დროდადრო მცირდება, რაც საშუალებას იძლევა სურვილისამებრ გავახანგრძლივოთ და გავაღრმავოთ გაზის მოქმედება.

3. გაზის მოქმედება წყდება მიწოდების შეწყვეტიდან 3-5 წუთში და იგი უკვალოდ ქრება ორგანიზმიდან. პროცედურის შემდეგ თავისუფლად შეიძლება მანქანის მართვა.

4. აზოტის ქვეჟანგის ანალგეზიური ეფექტის სიღრმე ინდივიდუალურია, მაგრამ რუტინული პროცედურების დროს თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება ინექციური ანესთეზიის მაგივრად. მაგალითად იგი ღრმა პროფესიული წმენდისას ღრძილების მგრძნობელობის მოსახსნელად.

5. ინჰალაციური ანესთეზია ფაქტიურად უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები მინიმალურია.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გამოიყენება აზოტის ქვეჟანგი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. არადა, რამდენ პაციენტს წაადგებოდა, ვინც შიშის გამო გაურბის სტომატოლოგთან ვიზიტს.