რამდენიმე რჩევა თუ როგორ გავხადოთ ბავშვისთვის კბილების გახეხვის პროცესი უფრო ეფექტური და სახალისო.

 

რამდენიმე რჩევა თუ როგორ გავხადოთ ბავშვისთვის კბილების გახეხვის პროცესი უფრო ეფექტური და სახალისო.

  • აუცილებელი არაა კბილების გასახეხად აბაზანა გამოვიყენით. უკეთესი იქნება, თუ ბავშვი დახრილ ზედაპირზე ან ლოგინზე იწვება ისე, რომ მისი თავი მაქსიმალურად ახლოს იყოს თქვენთან. ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში უფრო მოსახერხებელია კალთაში ჩასმა ისეთ პოზიციაში, რომ თავი თქვენს მკლავზე ჰქონდეს დაყრდნობილი.
  • ასეთი პოზიციები საშუალებას მოგცემთ უკეთესად აკონტროლოთ თავი და პირის ღრუ, მაშინ როცა ბავშვს თავისუფრად შეეძლება სათამაშოთი გაერთოს. სიახლოვე და თვალებით კონტაქტი მას დაცულობის და უსაფრთხოობის შეგრძნებას მატებს.

“- მაინც კარიესი?”

“ჩემი შვილი ყოველთვის იხეხავს კბილებს, მაგრამ კარიესები მაინც უჩდება,”– სწუხს მშობელი და ასეთი ძალიან ბევრია. დარწმუნებულია, რომ ბავშვი დილა-საღამოს იხეხავს კბილებს, მაგრამ სტომატოლოგთან მორიგი ვიზიტისას ისევ უსიამოვნო სიურპიზი ხვდებათ ახალი კარიესის სახით.  Continue reading ““- მაინც კარიესი?””

თანდაყოლილი კბილები

ბავშვის დაბადების შემდეგ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პირველი კბილის ამოჭრაა, რომელსაც უდიდესი სიხარულით ხვდება ოჯახი. მაგრამ თუ პატარა თანდაყოლილი კბილით იბადება, ეს უმრავლეს შემთხვევაში შიშსა და გარუკვევლობის გრძნობას ბადებს. ასეთი კბილები ხშირად მართლაც ბევრ პრობლემას იწვევს — ტკივილს ძუძუს წოვის დროს და ამის გამო კვებაზე უარის თქმას, ტუჩის ან ენის დაზიანებას. Continue reading “თანდაყოლილი კბილები”

ფოლადის გვირგვინები ბავშვთა სტომატოლოგიაში

მიუხედავად იმისა, რომ სარძევე კბილები დროებითია, აუცილებელია გავაცნობიეროთ მათი როლი საბოლოო თანკბილვის ჩამოყალიბებაში და ზოგადად პირის ღრუს ჯანმრთელობაში. ისინი საჭიროა ბავშვისთვის სწორი მეტყველებისა და ღეჭვისთვის, შესაბამისად კი საკვების სრულფასოვნად გადამუშავებისა და ათვისებისათვის მოზარდი ორგანიზმის მიერ. სწორედ ამიტომ, სარძევე კბილების მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა მეტალის გვირგვინები საუკეთესო გზა აღმოჩნდეს მათ შესანარჩუნებლად. Continue reading “ფოლადის გვირგვინები ბავშვთა სტომატოლოგიაში”

ბრუქსიზმი ბავშვებში და სტრესის დაძლევის გზები

ვერც სტომატოლოგები და ვერ მეცნიერები ამ დრომდე ვერ ხსნიან ბრუქსიზმის ანუ კბილების კრაჭუნის კონკრეტულ მიზეზს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ სტრესი და ნერვული დაძაბულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პათოლოგიის განვითარებაში, როგორც დიდებში, ასევე ბავშვებში. ამიტომ ბრუქსიზმთან გასამკლავებლად პირველ რიგში ბავშვის გარშემო არსებული სტრესული ფაქტორების აღმოფხვრაა აუცილებელი. 

Continue reading “ბრუქსიზმი ბავშვებში და სტრესის დაძლევის გზები”

სარძევე კბილები — როგორ მოვიქცეთ თუ არასწორად იჭრება?

mom-brushing-baby-teeth

ჯანსაღი სარძევე კბილები აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის — სრულფასოვანი ღეჭვისა და მეტყველების, ასევე მაღალი თვითშეფასებისათვის. “ჭიანი” კბილების გამო ზოგჯერ პატარებს ნაადრევად უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი სარძევე კბილების შენარჩუნება ბოლომდე ანუ სანამ პატარა ბუნებრივად არ მოიცვლის მათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ “ქვეშ” Continue reading “სარძევე კბილები — როგორ მოვიქცეთ თუ არასწორად იჭრება?”

მინანქრის თეთრი ლაქები

მჯერადაც  მინდა გამოვეხმაურო ერთერთი მკითხველის შეკითხვას  და მოკლედ დავწერო მინანქრის თეთრი ლაქების შესახებ .

თეთრი ლაქები მინანქარზე 3 ძირითადი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: 
მინანქრის ჰიპოპლაზია ყველაზე ხშირი მიზეზია. იგი კბილის ჩანასახის განვითარებისას მინანქრის მინერალიზაციის დარღვევის გამო ჩნდება და კბილს ამოჭრისთანავე აქვს ასეთი სახის ლაქა. იგი შეიძლება იყოს რძისფერი, მოყვითალო ან მოყავისფრო. ლაქა არ Continue reading “მინანქრის თეთრი ლაქები”