ენის ლაგამი: რა ასაკში უნდა ჩატარდეს კორექცია?

signs-healthy-tongue-600x328

ხშირად გაგვიგია შემთხვევები, როდესაც რომელიმე სპეციალისტი — პედიატრი, ორთოდონტი ან ლოგოპედი ურჩევს მშობელს, რომ პატარას ჩაუტარდეს ენის ლაგამის კორექცია. რას წარმოადგენს ლაგამი პირის ღრუში და რა გართულებებს შეიძლება იწვევდეს მისი ანომალიური მიმაგრება?
ზოგადად ლაგამი ლოწოვანი ქსოვილის ან კანის ნაწილია, რომელიც მიმაგრებულია მოძრავ  ქსოვილზე და ზრუდავს მის მოძრაობას. პირის ღრუში ლაგამის ორი სახეობაა: ტუჩის ლაგამი Continue reading “ენის ლაგამი: რა ასაკში უნდა ჩატარდეს კორექცია?”

პირველი კბილი

155009909_4x3პატარას დაბადება უდიდესი სიხარულია, და რადგანაც მათ ინსტრუქცია არ მოჰყვებათ, ხშირად გვიწევს გამოსავლის პოვნა რთულ პერიოდებში, რაც თან ახლავს ზრდის პროცესს.  იმედია ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ გაუკლავდეთ ისეთ რთულ ეტაპს, როგორიცაა კბილების ამოჭრა. Continue reading “პირველი კბილი”

პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან

ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის ამერიკის აკადემიის (American Academy of Pediatric Dentistry) რეკომენდაციით საჭიროა პატარას მიყვანა სტომატოლოგთან 6-12 თვის ასაკში. მათ 40% კარიესი აღენიშნება უკვე  ბაღის ასაკამდე. როგორც კვლევებმა აჩვენა, მუდმივი თანკბილვის დროს კარიესების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია სარძევე კბილებში კარიესების რაოდენობასთან. გარდა იმისა, რომ პატარა ადრეულ ასაკშივე ეჩვევა სტომატოლოგიურ კაბინეტში არსებულ გარემოს და ჰიგიენურ პროცედურებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტების დროს მშობლისთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ადევნოს თვალყური ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობას.

აი, რამდენიმე რჩევა მშობლებისათვის: Continue reading “პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან”

როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა

მიუხედავად პატარების წინააღმდეგობისა, ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის. 5-6 წლის ასაკამდე პატარების კბილების სისუფთავე მათი მშობლების პასუხისმგებლობის ქვეშაა.

მცირე ასაკის პავშვებს არ გააჩნიათ საკმარისი უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად იხეხონ კბილები, ამიტომ მშობლების დახმარება ამ რთულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. Continue reading “როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა”

მითები

მინდა დავდო ერთი ძალიან საინტერესო სტატია, რომელიც ბევრ კითხვაზე გასცემს  ალბათ პასუხს.

დიდი ხანია თითქოს კბილებზე ყველაფერი უკვე ცნობილია. თუმცა ხშირად მცდარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ეჭვის საფუძველს იძლევა. დღეში რამდენჯერ გავიხეხოთ კბილები? ღირს თუ არა კბილების გათეთრება? როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას და რამოდენიმე ცნობილი მითის გაბათილებას შევეცდებით ამ სტატიაში. Continue reading “მითები”