
“სარძევე კბილს ფესვი არ აქვსო” შეიძლება გაგიგიათ. ფესვიც აქვს და სრულფასოვანი კბილიცაა, მაგრამ მოცვლისას რომ მხოლოდ გვირგვინი შეგვრჩება ხოლმე ხელში, ეს მოსაზრება ალბათ ამის დამსახურებაა.
დღეს პაციენტებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ცირკონის გვირგვინებსა და მეტალო-კერამიკას შორის. უმეტეს შემთხვევაში არჩევანი ცირკონის სასარგებლოდ კეთდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად ხელოვნური გვირგვინის მიმართ 2 მთავარი მოთხოვნაა წაყენებული — გამძლეობა და ესთეტიკა, გასაგები გახდება თუ რატომ ირჩევეენ ცირკონის გვირგვინს უფრო ხშირად. იგი ამ ორივე მოთხოვნას უფრი წარმატებით აკმაყოფილებს, ვიდრე მეტალო-კერამიკა.
ზოგჯერ ფრონტალურ (წინა) კბილებზე მცირედი დეფექტის არსებობაც კი საკმარისია, რომ თამამად გაღიმება პრობლემად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ჩამოტეხილი კიდე, ან არასტანდარტული ფორმის კბილი, ან თუნდაც რთულად შესამჩნევი რაიმე წვრილმანი. Continue reading “კომპოზიტური რესტავრაციები ღიმილის საკორექციოდ”
მიუხედავად იმისა, რომ კბილებზე დასამაგრებელი სამკაულების პროფესიონალური სისტემები 2 ათწლეულზე მეტია არსებობს ბაზარზე (Skyce®, Twinkles®), ეს ტრენდი სულ უფრო პოპულარული ხდება ბოლო წლებში. კბილების შემკობის ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ძველი ცივილიზაციებიდან მოდის, როდესაც იშვიათ მეტალებსა და ძვირფას ქვებს იყენებდნენ, რაც ყველასათვის არ იყო ხელმისაწვდომი. Continue reading “სამკაული კბილებზე: რა უნდა გავითვალისწინოთ”
გვირგვინების დაგრძელება, უფრო ზუსტად კი “კბილის კლინიკური გვირგვინის ესთეტიკური დაგრძელება” ქირურგიული პროცედურაა, რომლის საჭიროება საკმაოდ ხშრად დგას კლინიკურ პრაქტიკაში. ყველაზე ხშირად იგი ტარდება ე.წ. “მოკლე კბილების” შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა ღრძილით დაფარული კბილის გვრგვინის ყელის ნაწილი გაშიშვლდეს და სრულად გამოჩნდეს გვირგვინის ზედაპირი. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ღრძილის კიდის მოკვეთა ჩატარდეს (გინგივექტომია), ზოგჯერ კი ღრძილის ქვეშ ძვლის ქსოვილის ნაწილის მოშორებაც აუცილებელია (ოსტეოტომია). Continue reading ““მოკლე კბილები”, “ღრძილოვანი ღიმილი” და გვირგვინების დაგრძელება”
როდესაც საქმე მცირე ზომის კარიესს ეხება, ჰელიობჟენის ანუ სხივით გამყარებადი კომპოზიტის არჩევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც დიდი ზომის დეფექტია აღსადგენი, ანუ კბილის გვირგვინის რესტავრაციაა საჭირო, ღირს დაფიქრება. ასეთ შემთხვევაში ჰელიობჟენს კონკურენციას უწევს “ცერეკის” ბჟენი, რომელიც კერამიკის მასალისგანაა დამზადებული CEREC ტექნოლოგიით. ასეთ ბჟენს ინლეი ან ონლეი ეწოდება. Continue reading “ჰელიობჟენი თუ ცერეკი?”