ხელოვნური კონსტრუქციები VS ჯანმრთელი ღრძილები

F1.largeთუკი თქვენი არაჩვეულებრივი ხელოვნური გვირგვინების ვიზუალურ ეფექტს აფუჭებს მუდმივად შეშუპებული, სისხლმდენი,
არაბუნებრივი შეფერილობის (წითელი ან მოლურჯო) ღრძილები, პრობლემის მოგვარება სავლებებით და მალამოებით უშედეგო ან დროებით ეფექტური იქნება. ამ დროს თითქმის ყოველთვის სახეზეა პაროდონტის დაავადება. ვითარდება ჯერ გინგივიტი, შემდეგ კი — პაროდნტიტი, თუკი არ მოხდა მიზეზის აღმოფხვრა. მიზეზს კი წარმოადგენს არასწორად დამზადებული და Continue reading “ხელოვნური კონსტრუქციები VS ჯანმრთელი ღრძილები”

“ცერეკის” კბილები

უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სტომატოლოგიის და განსაკუთრებით ესთეტიკური სტომატოლოგიის შესაძლებლობები.

CAD/CAM (Computer-Aided Design /Computer-Aided Manufacturing) ტექნოლოგია საშუალებას იძლევა კომპიუტერის საშუალებით მოხდეს კონსტრუქციის დიზაინის შექმნა და შემდეგ მისი წარმოება ანუ ის, რაც ლაბორატორიაში კბილის ტექნიკოსის ხელით კეთდებოდა ადრე. ეს ზოგავს უამრავ დროს და ადამიანურ რესურსს.

CAD/CAM ტექნოლოგიაზე დაფუძნებული რამდენიმე პროგრამა არსებობს. ზოგი მათგანი განკუთვნილია ლაბორატორიაში სამუშაოდ. ზოგი კი, Continue reading ““ცერეკის” კბილები”

“სინჯარის” კბილები

ადამიანის კბილი ბევრად უფრო რთულადაა “მოწყობილი” ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ ქსოვილოვანი ინჟინერიის სპეციალისტები მიაღწევენ დაკარგული კბილები ჩაანაცვლონ ახლით, მაშინ მომავალში სხვა, უფრო რთული ორგანოების რეგენერაციაც შესაძლებელი იქნება.

ახალი, სრულფასოვანი კბილის შესაქმნელად მუშაობისას, მეცნიერები ახდენენ ემბრიონალურ დონეზე მიმდინარე პროცესების იმიტირებას. ალერნატიული მეთოდი ორია: ახალი Continue reading ““სინჯარის” კბილები”

კბილების ლაზერული გათეთრება

კბილების გათეთრების მეთოდებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა ლაზერით გათეთრება, თუმცა ამასთანავე ყველაზე ძვირადღირებულიცაა. ძალიან ხშირად ამ მეთოდს ურევენ ფოტოგათეთრებაში (ZOOM-ის მეთოდი) არა მხოლოდ პაციენტები, არამედ სტომატოლოგიური კლინიკებიც.

ლაზერული გათეთრება ხასიათდება მთელი რიგი თვისებებით, რაც მას უპირატესობას ანიჭებს ფოტოგათეთრებასთან შედარებით.

პროცედურა იგივენაირად ტარდება, როგორც  ZOOM-ის მეთოდით გათეთრება, იმ განსხვავებით, რომ გელი, რომელიც მინანქრის ზედაპირზე თავსდება შეიცავს სპეციალურ მცენარეულ პიგმენტს. მას გააჩნია ლაზერის გამოსხივების აბსორბირების უნიკალური უნარი, რაც განაპირობებს ატომური ჟანგბადის უფრო ღრმა შეღწევადობას ( გათეთრების ეფექტი 8-12 ტონი) და პროცედურის უფრო ხანმოკლე მიმდინარეობას (დაახლ. 30 წთ).  მიღებული ეფექტი პრაქტიკულად მუდმივია, კბილების სწორი მოვლის შემთხვევაში. რამდენიმე წლის (5-6) შემდეგ მოსალოდნელია მინანქრის რამდენიმე ტონით გამუქება, რაც გარეშე თვალისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველია, თუმცა პირვანდელი ფერი აღარასოდეს აღდგება.

ლაზერის სხივის მოქმედება იმპულსური და ლოკალურია, რის გამოც გამორიცხულია რბილი ქსოვილების თერმული დაზიანება და დისკომფორტი პროცედურის მიმდინარეობისას.

ლაზერული აპარატის მოქმედების მექანიზმი სტომატოლოგს საშუალებას აძლევს ზუსტად შეარჩიოს სხივის ინტენსივობა და დროის ხანგრძლივობა. ამის გამო მინანქრის სტრუქტურის ცვლილება არ ხდება და შესაბამისად არც მგრძნობელობა მატულობს.  ZOOM-ის მეთოდისგან განსხვავებით, პროცედურის შემდეგ მინანქარი ისეთივე გლუვი და პრიალაა, როგორც პროცედურამდე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ZOOM-ის მეთოდით გათეთრებისას გამოყენებულ გელში ამორფული კალციუმის ფოსფატის დამატებით მკვეთრად შემცირდა მგრძნობელობის მომატების ალბათობა. იგი მინანქრის ზედაპირზევე კრისტალდება და ავსებს წარმოქმნილ ფორებს, რის გამოც მინანქრის შეღწევადობა, და შესაბამისად მგრძნობელობაც, მცირდება.

გათეთრების ყველა არსებული მეთოდი უსაფრთხო და ეფექტურია, მაგრამ სამკურნალო ეფექტი მხოლოდ აღნიშნული მეთოდისთვისაა დამახასიათებელი, რაც განპირობებულია ლაზერული სხივის ბაქტერიოციდული და შესაბამისად კარიესის საპროფილაქტიკო მოქმედებით.

Zoom-ის მეთოდის არსი

Zoom-ის ტექნოლოგია 2 ეტაპს მოიცავს: კბილის ზედაპირზე სპეციალური გელის აპლიკაცია, რომელიც წყალბადის ზეჟანგს შეიცავს და კბილების დასხივება Zoom-ის პლაზმური ლამპით.

ლამპის შუქის ზემოქმედებით ხდება გელის აქტივაცია, წარმოქმნილი ატომური ჟანგბადი აღწევს კბილის ქსოვილებში, რის ედეგადაც კბილი თეთრდება. აღნიშნული ტექნოლოგიის დიდი პლიუსია ის, რომ არ ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას პირის ღრუს ქსოვილებზე.

ამ ტექნოლოგიის გარდა, სტომატოლოგის არსენალში არის ასევე გათეთრების სხვა მეთოდებიც. მაგალითად, ფოტოგათეთრება. ამ შემთხვევაში გელის აქტივაციისთვის გამოიყენება ლაზერის სხივი. აღნიშნული მეთოდის დროს, პულპის გადახურება ხდება მინიმალურად.

შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის არაა ცნობილი, რომ  კბილების გათეთრება შეიძლება დამოუკიდებლადაც, სახლის პირობებში, ამისათვის უნდა გქონდეთ სპეციალური კაპები და გელი. ეფექტი პროფესიონალური გათეთრების ანალოგიურია. განსხვავება მხოლოდ პროცესის ხანგრძლივობაშია: სტომატოლოგის კაბინეტში ჩატარებული გათეთრების პროცედურა 1-2 საათი გრძელდება, ხოლო სახლის პირობებში კაპების ტარება მოგიწევთ 2-3 კვირის განმავლობაში. თუნდაც სახლის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მაინც მოგიწევთ სტომატოლოგთან კონსულტაცია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის ეს მეთოდი.

უკუჩვენებად ითვლება ალეგიული რეაქცია წყალბადის ზეჟანგზე, ასევე მინანქრის მომატებული მგრძნობელობა. სახლის პირობებში გათეთრების დროს ადვილად შეიძლება გელი მოხვდეს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, კარიესულ ღრუებში, ყელში. ეს ყოველივე დაკავშირებულია მტკივნეულ შეგრძნებებთან, ამიტომ უნდა იყოთ ზედმიწევნით ყურადღებით ამ პროცედურის ჩატარებისას. უფრო მარტივია გამოიყენოთ პროფესიული დახმარება.

ჩვენს მიერ აღწერილი ტექნოლოგია საშუალებას იძლეევა მხოლოდ ერთ სეანსში მიიღოთ სასურველი შედეგი. ამასთანავე, გელის ძირითად კომპონენტად სულ უფრო ხშირად გამოიყენება კარბამიდის პეროქსიდი, რომელიც წყალბადის პეროქსიდისგან განსხვავებით არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. გათეთრების, მთელი პროცედურა დაახლოებით 1 საათს გრძელდება.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კბილების გათეთრების დაგეგმვისას, აუცილებელია პირის ღრუს გამოკვლევა. რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა მკურნალობა, ხოლო შემდეგ—- გათეთრების ჩატარება.

http://str15a.ru/otbelivanie-zubov/sut-metoda.htm

Zoom-ის ტექნოლოგია

კბილების გათეთრება Zoom-ის ტექნოლოგიით საკმაოდ გავრცელებული სტომატოლოგიური მომსახურებაა ჩვენს დროში, რომელიც ყველაზე სწრაფ და ეფექტურ მეთოდიკად ითვლება. პროცედურა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. პირველადი დათვალიერება— რომელიც მიზნად ისახავს ყველა ღიად მიმდინარე თუ ლატენტური ფორმის ანთებითი პროცესების გამოვლენას. სანამ გათეთრებას შევუდგებით, აუცილებელია ინფექციის ყველა კერის აღმოფხვრა, იქნება ეს კარიესი თუ პაროდონტის დაავადება, რადგან გათეთრების პროცედურა ხშირად ხელს უწყობს მსგავსი პროცესების დაჩქარებას. გარდა ამისა, სტომატოლოგმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბჟენებსა და ხელოვნურ გვირგვინებს, რომლებიც სამწუხაროდ, არ ექვემდებარება გათეთრებას.
  2. კბილების ჰიგიენური წმენდა —- ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა უმრავლესობისთვის იმდენად, რამდენადაც ათავისუფლებს კბილის ზედაპირს ნადებისა და ქვებისგან, რაც მნიშვნელოვანია ეფექტური გათეთრებისთვის. 
  3. გამათეთრებელი გელის აპლიკაცია —- სპეციალური გელი, რომელიც აძლიერებს Zoom-ლაპმის მოქმედებას, თავსდება კბილების ზედაპირზე. გელის მოთავსებამდე კი ექიმი ორივე ყბაზე ამაგრებს სპეციალურ კაპებს, რომელიც გამოყოფს კბილებს რბილი ქსოვილებისგან. გელი მოთავსებული უნდა იყოს მაქსიმალურად თანაბრად, ამაზეა დამოკიდებული მიღებული ერთგვაროვანი ფერი.
  4. გათეთრების დასრულება — ამ ეტაპზე პაციენტს უკეთდება სპეციალური ფოტოდამცავი სათვალე, ხოლო ლამპის ფოკუსირება ხდება კბილთა რკალებზე. გამათეთრებელი ეფექტი მიიღწევა ინტენსიური დასხივებით, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდება.

არსებობს Zoom-ის რამდენიმე სისტემა: Zoom, Zoom 2, Zoom 3. პრინციპული განსხვავება მათ შორის არაა, ბოლო თაობის ტექნოლოგია —Zoom 3 უფრო ეფექტურად ითვლება ლამპის მოდერნიზების ხარჯზე.

http://str15a.ru/otbelivanie-zubov/texnologiya-zoom3.htm