ღრძილის რეცესიის შემთხვევაში თქვენი პაროდონტოლოგი დიდი ალბათობით ღრძილოვან გრაფტს შემოგთავაზებთ. რას წარმოადგენს იგი და რისთვის უნდა იყოთ მზად? Continue reading “ცოტა რამ ღრძილოვანი გრაფტის შესახებ”
Category: ღრძილების დაავადება
მარიხუანას გამოყენება, კერძოდ კი მოწევა ზოგადად ასოცირდება არაჯანსაღ პირის ღრუსთან, მაგრამ კიდევ უფრო რთულდება მდგომარეობა პარალელურად სხვა ფაქტორების არსებობისას — მოხმარების მაღალი სიხშირე, თამბაქო, ალკოჰოლი და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ცუდი ჰიგიენური ჩვევები, იშვიათი ვიზიტები სტომატოლოგთან. Continue reading “მარიხუანა და პირის ღრუს ჯანმრთელობა”
პაროდონტიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ანთებითი ბუნებისაა და ინიცირებულია ბაქტერიებით. იმ სიმპტომების უკან, რომელსაც ადამიანი ხედავს და შეიგრძნობს (ღრძილებიდან სისხლდენა, შეშუპება, უსიამოვნო სუნი, ღრძლების “განლევა”, კბილების მორყევა), დგას ამ დაავადების მთავარი შედეგი — კბილის ირგვლივ არსებული ძლოვანი სტრუქტურის დაშლა. სწორედ ეს იწვევს საბოლოო ჯამში კბილების დაკარგვას. Continue reading “შაქრიანი დიაბეტი და პაროდონტიტი: ორმხრივი კავშირი”
პაროდონტი, რომელიც კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების — ღრძილის, ძვლისა და თავად კბილის ერთობლიობას წარმოადგენს, ხშირად “პასუხობს” ქალის ორგანიზმში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ცვლილებებს. იმის ცოდნა, თუ რატომ და როდის ხდება ეს პროცესი, დაგვეხმარება უყურადღებოდ არ დავტოვოთ სიმპტომები და თავიდან ავიცილოთ პაროდონტის დაავადება. Continue reading “პაროდონტი და ქალის ჯანმრთელობა”
ერთი შეხედვით ძნელია წარმოიდგინო რა კავშირი შეიძლება იყოს ღრძილების დაავადებასა და სისხლძარღვოვან უკმარისობას შორის, რომელიც ხშირად გულის ინფარქტის ან იშემიური ინსულტის მიზეზი ხდება. კვლევების შედეგად დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ არაკონტროლირებადი პაროდონტიტის მქონე პირებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ალბათობა 2-ჯერ მეტია. ასევე არსებობს მონაცემები პირის ღრუში არსებული ინფექციის კავშირის შესახებ იშემიურ ინსულტთან. Continue reading “პაროდონტიტიდან ინსულტამდე”
ათწლეულების განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორ მთელს საბჭოთა კავშირში იგნორირებული იყო თამანედროვე პაროდონტოლოგია. სწორედ ამის გამო დღემდე არ არსებობდნენ კლასიკური პაროდონტოლოგიის მეთოდებით მომუშავე სპეციალიტები. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე არსებობს სასწავლო დაწესებულება — “ალბიუსის საერთაშორისო პერიოსკოლა”, რომელიც ამზადებს სპეციალიტებს თანამედროვე პაროდონტოლოგიის ცოდნით. ამიტომ შესაბამისი პრობლემის არსებობისას აუცილებლად მიმართეთ უშუალოდ პაროდონტოლოგს და არა ზოგადად სტომატოლოგს. ჩვენ შევეცდებით ჩვენს პოსტებში პერიოდულად ავხსნათ ის პროცედურები და მკურნალობის მეთოდები, რომელსაც პაროდონტოლოგი ატარებს.
თუ თქვენმა სტომატოლოგმა ან პაროდონტოლოგმა გითხრათ, რომ ღრძილებზე ქირურგია გჭირდებათ გრაფტის გამოყენებით, ნუ შეშინდებით. ეს რუტინული პროცედურაა და ყველაზე ხშირად გამოიყენება ღრძილი რეცესიის (განლევის) მკურნალობისთვის. შევეცდები მოკლედ აღვწერო რას წარმოადგენს იგი, რას უნდა მოელოდეთ და რა უნდა გაითვალისწინოთ.
გრაფტი ანუ ტრანსპლანტატი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი ღრძილის ქსოვილი დაზიანებულია დაავადების ან ტრავმის შედეგად. პაროდონტის დაავადება სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში პროგრესირებს და ანთებითი