დელიკატური პრობლემა პირბადის მიღმა

პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ბევრ საკითხს სხვაგვარად შევხედეთ, ბევრი რამ შევცვალეთ და ბევრ რამ აღმოვაჩინეთ საკუთარ თავში. მაგალითად ის, რომ არც ისე ჯანსაღი პირის ღრუ გვაქვს. აღმოჩნდა, რომ პირბადის ტარებაზე უარის თქმის მიზეზი ბევრ შემთხვევაში ის უსიამოვნო სუნია, რომელსაც მის მიღმა გრძნობენ ხოლმე. შეიძლება მანამდე არასოდეს გიფიქრიათ ამაზე, რადგან უბრალოდ არ შეგიმჩნევიათ. ამ მოვლენას სახელიც დაარქვეს უკვე — “Mask breath”. Continue reading “დელიკატური პრობლემა პირბადის მიღმა”

სტომატოლოგია კორონავირუსის ერაში

კორონავირუსი, რომელიც ინფექციურ დაავადება COVID-19-ს იწვევს, სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი მიკროსკოპული წვეთებით ვრცელდება, მაგ. ხველების ან ცემინების დროს. მათი ჩასუნთქვის შედეგად სხვა პრიოვნების მიერ იგი ინფიცირებული ხდება. ვირუსს ასევე შეიცავს ნერწყვი და პირისა და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი. ნერწყვი და ლორწო სწორედ ის სუბსტანციებია, რომელთანაც შეხება აქვს სტომატოლოგს. Continue reading “სტომატოლოგია კორონავირუსის ერაში”

როგორ ჩნდება კარიესი

კარიესი დინამიური პროცესია, ხოლო პირის ღრუ ეკოსისტემას წარმოადგენს, სადაც ცოცხალი ორგანიზმები მუდმივ კავშირში არიან ერთმანეთთან და ამ გარემოს ყველა სხვა ელემენტთან.  Continue reading “როგორ ჩნდება კარიესი”

როგორ ავარჩიოთ ირიგატორი?

“წყლის ფლოსი” ანუ ირიგატორი პირის ღრუს ჰიგიენის დამატებითი საშუალებაა. მისი დანიშნულება, ისევე როგორც სტანდარტული ფლოსის, კბილის ჯაგრისისთვის მიუწვდომელი ადგილების გაწმენდაა, რისთვისაც ირიგატორის შემთხვევაში წყლის ჭავლი გამოიყენება. 

ირიგატორი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც ფლოსს ვერ ეგუება ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ვერ იყენებს. Continue reading “როგორ ავარჩიოთ ირიგატორი?”

ბრეკეტები და ფლოსი

ვინც ბრეკეტებს ატარებს, ბევრმა არ იცი როგორც უნდა გამოიყენოს ფლოსი. ზოგი კი ფიქრობს, რომ ბრეკეტებთან ერთად ფლოსის გამოყენება საერთოდ შეუძლებელია. სინამდვილეში კი ფლოსით ყოველდღიური გაწმენდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორთოდოტიული მკურნალობის პერიოდში, რადგან საკვების ნარჩენების შეყოვნება და ნადების დაგროვება გაცილებით ინტენსიურია ბრეკეტის კონპონენტებზე და შესაბამისად კბილის ზედაპირზეც. Continue reading “ბრეკეტები და ფლოსი”

ვიტამინი K2 პირის ღრუსა და არტერიების ჯანმრთელობისათვის

როდესაც “გულის შეტევა” გვესმის, ყველას გვიჩნდება ასოციაცია  — დახშული კორონარული სისხლძარღვები, ათეროსლეროზი, მაღალი ქოლესტერინი, “ცხიმის გროვები” სისხლძარღვების კედლებზე… ნაჯერი ცხიმების და ქოლესტერინის შემცველობა საკვებ რაციონში მართლაც დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის მიზეზად. მაგრამ ეს თეორია სრულად ვერ ახდენს გულის დაავადების განვითარების პროგნოზირებას. Continue reading “ვიტამინი K2 პირის ღრუსა და არტერიების ჯანმრთელობისათვის”

სიმართლე უშაქრო საღეჭი რეზინის შესახებ

“უშაქრო საღეჭი რეზინი” —  ეს ფრაზა ყველასათვის ნაცნობი და ახლობელია სატელევიზიო რეკლამების წყალობით. მარკეტერების პოზიცია გასაგებია, მაგრამ სტომატოლოგების აზრიც თუ გაინტერესებთ, ისინი არამარტო დასაშვებად თვლიან უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენებას, არამედ მიესალმებიან და რეკომენდაციასაც უწევენ.  Continue reading “სიმართლე უშაქრო საღეჭი რეზინის შესახებ”