ბრეკეტები და ასაკი

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემის საშუალებით ეფექტურია ნებისმიერ ასაკში. თუმცა იდეალურია მკურნალობის ჩატარება 10-დან 14 წლამდე, როდესაც პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი მიმართავს ორთოდონტს და იღებს კიდეც არაჩვეულებრივ შედეგს. Continue reading “ბრეკეტები და ასაკი”

Advertisements

აპიკოექტომია

თუ თქვენმა სტომატოლოგმა ფესვის მწვერვალის რეზექცია ანუ აპიკოექტომია შემოგთავაზათ, ესეიგი არხის მკურნალობა ჩვეულებრივი გზით ვერ ხერხდება. აპიკოექტომია მცირე მასშტაბის ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ფესვის მწვერვალს კვეთენ (apex მწვერვალს ნიშნავს ლათინურად, tomia –გაკვეთას) და მის გარშემო არსებულ ანთების კერას აშორებენ, არხს კი ჰერმეტულად ხურავენ. Continue reading “აპიკოექტომია”

მარიხუანა და პირის ღრუს ჯანმრთელობა

მარიხუანას გამოყენება, კერძოდ კი მოწევა ზოგადად ასოცირდება არაჯანსაღ პირის ღრუსთან, მაგრამ კიდევ უფრო რთულდება მდგომარეობა პარალელურად სხვა ფაქტორების არსებობისას — მოხმარების მაღალი სიხშირე, თამბაქო, ალკოჰოლი და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ცუდი ჰიგიენური ჩვევები, იშვიათი ვიზიტები სტომატოლოგთან.  Continue reading “მარიხუანა და პირის ღრუს ჯანმრთელობა”

თანდაყოლილი კბილები

ბავშვის დაბადების შემდეგ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პირველი კბილის ამოჭრაა, რომელსაც უდიდესი სიხარულით ხვდება ოჯახი. მაგრამ თუ პატარა თანდაყოლილი კბილით იბადება, ეს უმრავლეს შემთხვევაში შიშსა და გარუკვევლობის გრძნობას ბადებს. ასეთი კბილები ხშირად მართლაც ბევრ პრობლემას იწვევს — ტკივილს ძუძუს წოვის დროს და ამის გამო კვებაზე უარის თქმას, ტუჩის ან ენის დაზიანებას. Continue reading “თანდაყოლილი კბილები”

სექსი – გართულების რისკი კბილის ამოღების შემდეგ

სტომატოლოგთან ჩატარებული ნებისმიერი პროცედურის შემდეგ, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ქირურგიას, პაციენტს აუცილებლად ეძლევა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახლში დაბრუნების შემდეგ, როგორ უნდა მოუაროს ჭრილობას, რისგან უნდა შეიკავოს თავი და ა.შ. ეს რეკომენდაციები აუცილებელია გართულების თავიდან ასაცილებლად და მათი დაცვა აუცილებელია ზედმიწევნით. 

Continue reading “სექსი – გართულების რისკი კბილის ამოღების შემდეგ”

შაქრიანი დიაბეტი და პაროდონტიტი: ორმხრივი კავშირი

პაროდონტიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ანთებითი ბუნებისაა და ინიცირებულია ბაქტერიებით. იმ სიმპტომების უკან, რომელსაც ადამიანი ხედავს და შეიგრძნობს (ღრძილებიდან სისხლდენა, შეშუპება, უსიამოვნო სუნი, ღრძლების “განლევა”, კბილების მორყევა), დგას ამ დაავადების მთავარი შედეგი — კბილის ირგვლივ არსებული ძლოვანი სტრუქტურის დაშლა. სწორედ ეს იწვევს საბოლოო ჯამში კბილების დაკარგვას. Continue reading “შაქრიანი დიაბეტი და პაროდონტიტი: ორმხრივი კავშირი”

პაროდონტი და ქალის ჯანმრთელობა

პაროდონტი, რომელიც კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების — ღრძილის, ძვლისა და თავად კბილის ერთობლიობას წარმოადგენს, ხშირად “პასუხობს” ქალის ორგანიზმში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ცვლილებებს.  იმის ცოდნა, თუ რატომ და როდის ხდება ეს პროცესი, დაგვეხმარება უყურადღებოდ არ დავტოვოთ სიმპტომები და თავიდან ავიცილოთ პაროდონტის დაავადება. Continue reading “პაროდონტი და ქალის ჯანმრთელობა”