გქონიათ შემთხვევა, როდესაც კბილი წლების წინ გაქვთ ნამკურნალები, “მკვდარია” და არც გაწუხებთ, მაგრამ სტომატოლოგი გეუბნებათ, რომ საჭიროა არხების განმეორებით მკურნალობა? ასეთ გადაწყვეტილებას ექიმი რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს, თუ ჩათვლის რომ არხები სრულფასოვნად არ არის ნამკურნალები და ჩამოყალიბებულია ფესვის ირგვლივ ანთებითი კერა, რომელიც მოიაზრებს ძვლის დაშლას და წარმოქმნილ ღრუში ჩირქოვანი ექსუდატის დაგროვებას. ძალიან ხშირად ასეთი პროცესი ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ გამწვავდება. რენტგენზე კი ჩანს მუქი ჩრდილი ფესვის მწვერვალზე ან მის გარშემო, რაც ძვლის დაშლას შეესაბამება. Continue reading “განმეორებითი ენდოდონტია — რატომ?”
Tag: ანატომია
ეფექტური საანასთეზიო საშუალებები ალბათ თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. სანამ ანესთეტიკის შეყვანის სხვა ეფექტური გზები არ აღმოუჩენიათ, ჩვენ ისევ ინექციურ ანესთეზიას ვიყენებთ. ყოველთვის, როცა ინექცია ტარდება და ნემსი ქსოვილში შედის, გართულების ალბათობა არსებობს.