“ჯადოსნური ჯოხი” ტკივილის წინააღმდეგ

ეს სტატია განკუთვნილია ექიმებისთვის, ამიტომ  სპეციფიკური ტერმინოლოგია  ზოგისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს . რაც დაგაინტერესებთ, იკითხეთ კომენტარის სახით. არ დამეზარება, გიპასუხებთ 🙂

დამეთანხმებით, უმტკივნეულო ანესთეზიის ფაქტორი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მომავალში შევეცდები ცალკე სტატიად ჩამოვაყალიბო ის მიზეზები, რაც მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს ანესთეზიის ჩატარებისას. ერთერთი ასეთი მიზეზია წნევა, რომელიც პრეპარატის ქსოვილში შეყვანისას ხორციელდება.

მინდა “გაგაცნოთ” კომპანია MILESTONE SCIENTIFIC-ის პროდუქტი, რომელიც ერთერთ გამოფენაზე ვნახე და შეუცვლელ  ნივთად ჩავთვალე სტომატოლოგიურ კაბინეტში. 

STA Single Tooth Anesthesia System® —- ესაა ბლოკი, რომელიც აერთიანებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას და ერთჯერად საინექციო მოწყობილობას, რომელსაც მისი ფორმის გამო “Wand” ანუ “ჯადოსნური ჯოხი” ეწოდება.პროცესორის საშუალებით კონტროლდება შესაყვანი ანესთეტიკის რაოდენობა და შეყვანის სიჩქარე, შესაბამისად კი —- წნევა, რაც ინექციის პროცედურას უმტკივნეულოს ხდის. ექიმი პროცესს სპეციალური პედლის საშუალებით არეგულირებს.

STA სისტემა  საშუალებას იძლევა ინტრალიგამენტური ანესთეზიის მეთოდით ჩატარდეს მხოლოდ ერთი კბილის გაუტკივარება. მაგალითად ქვედა ყბაზე მანდიბულური ან ტორუსული ანესთეზიის მაგივრად, როცა მხოლოდ ერთი კბილის პრეპარირებაა საჭირო.

ჩვეულებრივი გზით ჩატარებული ინტრალიგამენტური ანსეთეზია ყველამ ვიცით როგორ მტკივნეულ შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ამ დროს პრეპარატის შეყვანა უნდა ხდებოდეს დიდი წნევით, რაც ხშირად პერიოდონტის და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს.  STA-სისტემაში გამოყენებული ტექნოლოგია კი საშუალებას იძლევა პროცედურა უსაფრთხოდ ჩატარდეს.

კვლევებით დადგინდა, რომ ფიზიკის კანონების თანახმად საინექციო ნემსის თავის ირიბი ჭრილი  ცდომილებას იძლევა რბილ ქსოვილებში მისი სწორხაზოვნადგადაადგილებისას . მაგალითად,  0,4მმ X 30მმ ზომის ნემსი “დანიშნულების ადგილს” 5 მმ-ით სცდება.  “Wand”-ის შემქმნელების მიერ შემუშავებულია სპეციალური — ბურთულიანი კალმის მსგავსი დიზაინი, რაც ამცირებს ცდომილებას.

“Wand”-ის დიზაინი მკვეთრად განსხვავდება სტანდარტული შპრიცისაგან, ამის გამო თავიდანვე პაციენტის კეთილგანწყობას იმსახურებს, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია.

STA-სისტემაში  გამოიყენება ნებისმიერი ანესთეტიკი კარპულის სახით.

უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე :  www.milesci.com

Advertisements

როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…

სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა ერთერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა.  სიბრძნის, ანუ მერვე კბილი ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია. მისი, ისევე როგორც სხვა რუდიმენტული ორგანოების არსებობა ადამიანის ორგანიზმში დაკავშირებული უძველესი ადამიანების ცხოვრების წესთან, კერძოდ კი კვების თავისებურებასთან. საქმე იმაშია, რომ საკვები იმ დროისთვის იყო ხისტი, დაუმუშავებელი და მისი დაქუცმაცების ფუნქცია მთლიანად კბილებს ეკისრებოდა. ამით იყო განპირობებული კბილების მეტი რაოდენობა, უფრო მასიური ქვედა ყბის. დროთა განმავლობაში მათ სამუშაო მოაკლდათ, რადგან ადამიანი უკვე უფრო რაფინირებულ საკვებს მიირთმევდა და ღეჭვის აქტმა პირვანდელი ფუნქცია დაკარგა.  Continue reading “როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…”

უშიშრად სტომატოლოგისკენ!

anesteziaის, რის გამოც კბილებზე ჩატარებული მანიპულაციები საკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ყველაზე გულადსაც კი, ტკვივილია. თანამდეროვე სტომატოლოგიაში ყველაზე წინგადადგმულ ნაბიჯად ალბათ საანესთეზიო საშულებების და ტექნოლოგიების დახვეწა შეიძლება ჩაითვალოს, რისი წყალობითაც სტომატოლოგთან ვიზიტი პრაქტიკულად უმტკივნეილო გახდა.

დღეს სტომატოლოგის არსენალში მრავალი ეფექტური საშუალებაა. ყველაზე პოპულარულია Continue reading “უშიშრად სტომატოლოგისკენ!”