რამდენიმე რჩევა თუ როგორ გავხადოთ ბავშვისთვის კბილების გახეხვის პროცესი უფრო ეფექტური და სახალისო.

 

რამდენიმე რჩევა თუ როგორ გავხადოთ ბავშვისთვის კბილების გახეხვის პროცესი უფრო ეფექტური და სახალისო.

  • აუცილებელი არაა კბილების გასახეხად აბაზანა გამოვიყენით. უკეთესი იქნება, თუ ბავშვი დახრილ ზედაპირზე ან ლოგინზე იწვება ისე, რომ მისი თავი მაქსიმალურად ახლოს იყოს თქვენთან. ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში უფრო მოსახერხებელია კალთაში ჩასმა ისეთ პოზიციაში, რომ თავი თქვენს მკლავზე ჰქონდეს დაყრდნობილი.
  • ასეთი პოზიციები საშუალებას მოგცემთ უკეთესად აკონტროლოთ თავი და პირის ღრუ, მაშინ როცა ბავშვს თავისუფრად შეეძლება სათამაშოთი გაერთოს. სიახლოვე და თვალებით კონტაქტი მას დაცულობის და უსაფრთხოობის შეგრძნებას მატებს.

ფისურების ჰერმეტიზაცია — კარიესის პრევენცია

კვლავ ვეხმაურებით დასმულ შეკითხვას და ამ პოსტში ვისაუბრებთ ფისურების ჰერმეტიზაციაზე (ჩაბეჭდვაზე), როგორც რეკომენდებულ პრევენციულ მეთოდზე კარიესის წინააღმდეგ.

ფისურები — ეს ბუნებრივი ღარებია საღეჭი კბილების ზედაპირზე. გარდა იმისა, რაც ვიზუალურად ჩანს, ძალიან ხშირად ფისურები ვერტიკალური ნაპრალის სახით საკმაოდ ღრმად ვრცელდება კბილის ქსოვილში. ბუნებრივია, ასეთი მიკროსკოპული სივრცის გასუფთავება ჯაგრისის საშუალებით შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც ფისურების კარიესი პროცენტულად ყველაზე ხშირია.  Continue reading “ფისურების ჰერმეტიზაცია — კარიესის პრევენცია”