ლინგვალური aka “ინკოგნიტო” ბრეკეტები

დღეს, როდესაც ორთოდონტიული პაციენტების ნახევარი ზრდასრულებზე მოდის, ბუნებრივია ბრეკეტ-სისტემების ესთეტიკური მხარის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა. ლინგვალური ბრეკეტების მზარდი პოპულარობაც ამითაა განპირობებული. ისინი, ტრადიციული ბრეკეტებისგან განსხვავებით სასის/ენის მხრიდან მაგრდება კბილებზე (ლათ. lingua- ენა) და შესაბამისად გარედან სრულიად შეუმჩნეველია. Continue reading “ლინგვალური aka “ინკოგნიტო” ბრეკეტები”

ბრეკეტები და ფლოსი

ვინც ბრეკეტებს ატარებს, ბევრმა არ იცი როგორც უნდა გამოიყენოს ფლოსი. ზოგი კი ფიქრობს, რომ ბრეკეტებთან ერთად ფლოსის გამოყენება საერთოდ შეუძლებელია. სინამდვილეში კი ფლოსით ყოველდღიური გაწმენდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორთოდოტიული მკურნალობის პერიოდში, რადგან საკვების ნარჩენების შეყოვნება და ნადების დაგროვება გაცილებით ინტენსიურია ბრეკეტის კონპონენტებზე და შესაბამისად კბილის ზედაპირზეც. Continue reading “ბრეკეტები და ფლოსი”

ბრეკეტები და ასაკი

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემის საშუალებით ეფექტურია ნებისმიერ ასაკში. თუმცა იდეალურია მკურნალობის ჩატარება 10-დან 14 წლამდე, როდესაც პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი მიმართავს ორთოდონტს და იღებს კიდეც არაჩვეულებრივ შედეგს. Continue reading “ბრეკეტები და ასაკი”

ფლოსი თუ ირიგატორი?

კბილებს შორის ანუ ინტერდენტალური სივრცეების წმენდა პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელიც კბილების გახეხვის შემდეგ ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს, დღეში ერთხელ მაინც. ამის გარეშე, ანუ მხოლოდ კბილების გახეხვის შემდეგ ბაქტერიული ნადების დიდი ნაწილი ისევ პირის ღრუში რჩება. ამისათვის გამოიყენება სპეციალური საშუალებები — ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშორისი ჯაგრისი, ან ყველა ერთად, იმისდა მიხედვით 

Continue reading “ფლოსი თუ ირიგატორი?”

მინანქრის თეთრი ლაქები

მჯერადაც  მინდა გამოვეხმაურო ერთერთი მკითხველის შეკითხვას  და მოკლედ დავწერო მინანქრის თეთრი ლაქების შესახებ .

თეთრი ლაქები მინანქარზე 3 ძირითადი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: 
მინანქრის ჰიპოპლაზია ყველაზე ხშირი მიზეზია. იგი კბილის ჩანასახის განვითარებისას მინანქრის მინერალიზაციის დარღვევის გამო ჩნდება და კბილს ამოჭრისთანავე აქვს ასეთი სახის ლაქა. იგი შეიძლება იყოს რძისფერი, მოყვითალო ან მოყავისფრო. ლაქა არ Continue reading “მინანქრის თეთრი ლაქები”