გქონიათ შემთხვევა, როდესაც კბილი წლების წინ გაქვთ ნამკურნალები, “მკვდარია” და არც გაწუხებთ, მაგრამ სტომატოლოგი გეუბნებათ, რომ საჭიროა არხების განმეორებით მკურნალობა? ასეთ გადაწყვეტილებას ექიმი რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს, თუ ჩათვლის რომ არხები სრულფასოვნად არ არის ნამკურნალები და ჩამოყალიბებულია ფესვის ირგვლივ ანთებითი კერა, რომელიც მოიაზრებს ძვლის დაშლას და წარმოქმნილ ღრუში ჩირქოვანი ექსუდატის დაგროვებას. ძალიან ხშირად ასეთი პროცესი ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ გამწვავდება. რენტგენზე კი ჩანს მუქი ჩრდილი ფესვის მწვერვალზე ან მის გარშემო, რაც ძვლის დაშლას შეესაბამება. Continue reading “განმეორებითი ენდოდონტია — რატომ?”
Tag: გართულება
სტომატოლოგთან ჩატარებული ნებისმიერი პროცედურის შემდეგ, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ქირურგიას, პაციენტს აუცილებლად ეძლევა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახლში დაბრუნების შემდეგ, როგორ უნდა მოუაროს ჭრილობას, რისგან უნდა შეიკავოს თავი და ა.შ. ეს რეკომენდაციები აუცილებელია გართულების თავიდან ასაცილებლად და მათი დაცვა აუცილებელია ზედმიწევნით.
Continue reading “სექსი – გართულების რისკი კბილის ამოღების შემდეგ”
შაქრიანი დიაბეტი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უკუჩვენებას დენტალური იმპლანტაციის ჩასატარებლად, თუმცა არსებობს გართულებების რისკი გარკვეულ შემთხვევაში.
გლუკოზის მაღალი დონე იწვევს მცირე სისხლძარღვთა კადლების დაზიანებას, რის გამოც უარესდება ორაგანიზმში სხვადსასხვა ორგანოსა და სისტემის კვება და სისხლმომარაგება, შესაბამისად კი შეხორცებისა და რეგენერაციის პროცესიც. Continue reading “შაქრიანი დიაბეტი და იმპლანტაცია”
ეფექტური საანასთეზიო საშუალებები ალბათ თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. სანამ ანესთეტიკის შეყვანის სხვა ეფექტური გზები არ აღმოუჩენიათ, ჩვენ ისევ ინექციურ ანესთეზიას ვიყენებთ. ყოველთვის, როცა ინექცია ტარდება და ნემსი ქსოვილში შედის, გართულების ალბათობა არსებობს.
კბილის ამოღების შემდგეგ ყველაზე ხშირი გართულება ალვეოლიტია, ანუ კბილბუდის ანთება. კბილის ამოღების შემდეგ ყბის ძვალში რჩება ღრმული — კბილბუდე, რომელსაც ავსებს შედედებული სისხლის კოლტი. იგი იცავს კბილბუდის კედლებს დაინფიცირებისაგან. პირის Continue reading “ალვეოლიტი — გართულება კბილის ამოღების შემდეგ”