ზოგჯერ ფრონტალურ (წინა) კბილებზე მცირედი დეფექტის არსებობაც კი საკმარისია, რომ თამამად გაღიმება პრობლემად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ჩამოტეხილი კიდე, ან არასტანდარტული ფორმის კბილი, ან თუნდაც რთულად შესამჩნევი რაიმე წვრილმანი. Continue reading “კომპოზიტური რესტავრაციები ღიმილის საკორექციოდ”
Tag: გვირგვინი
გქონიათ შემთხვევა, როდესაც კბილი წლების წინ გაქვთ ნამკურნალები, “მკვდარია” და არც გაწუხებთ, მაგრამ სტომატოლოგი გეუბნებათ, რომ საჭიროა არხების განმეორებით მკურნალობა? ასეთ გადაწყვეტილებას ექიმი რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს, თუ ჩათვლის რომ არხები სრულფასოვნად არ არის ნამკურნალები და ჩამოყალიბებულია ფესვის ირგვლივ ანთებითი კერა, რომელიც მოიაზრებს ძვლის დაშლას და წარმოქმნილ ღრუში ჩირქოვანი ექსუდატის დაგროვებას. ძალიან ხშირად ასეთი პროცესი ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ გამწვავდება. რენტგენზე კი ჩანს მუქი ჩრდილი ფესვის მწვერვალზე ან მის გარშემო, რაც ძვლის დაშლას შეესაბამება. Continue reading “განმეორებითი ენდოდონტია — რატომ?”
არხების მკურნალობა მტკივნეული პროცედურაა?
არხების მკურნალობა ტკივილთან ასოცირდება არა იმიტომ რომ პროდურაა მტკივნეული, არამედ იმიტომ რომ ინფექცია ფესვის არხში იწვევს ტკივილს და სწორედ ამიტომ არის საჭირო არხების მკურნალობა — მიზეზის და შესაბამისად ტკივილის მოსაშორებლად. ხშირად სწორედ შიშის გამო არიდებენ თავს მკურნალობას. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და მტკივნეული არ უნდა იყოს. Continue reading “არხების მკურნალობა. ხშირად დასმული კითხვები.”