ალვეოლის პრეზერვაცია — რა არის და რა შემთხვევაშია რეკომენდებული?

კბილის დაკარგვის შემდეგ იმპლანტაციის ჩატარების პროპაგანდა ძალიან ხშირად აღიქმება, როგორც მარკეტინგული ხრიკი, გამომდინარე იქიდან რომ იგი გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე კლასიკური ხიდი — მეზობელ კბილებზე დაფიქსირებული. რათქმაუნდა, იმპლანტები არ უნდა ცვლიდნენ ბუნებრივ კბილებს და პრიორიტეტული ყოველთვის უნდა იყოს კბილის შენარჩუნება, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ მაინც საჭირო გახდა კბილის ამოღება? Continue reading “ალვეოლის პრეზერვაცია — რა არის და რა შემთხვევაშია რეკომენდებული?”

Advertisements

რა არის ღრძილოვანი გრაფტი?

თუ თქვენმა სტომატოლოგმა ან პაროდონტოლოგმა გითხრათ, რომ ღრძილებზე ქირურგია გჭირდებათ გრაფტის გამოყენებით, ნუ შეშინდებით. ეს რუტინული პროცედურაა და ყველაზე ხშირად გამოიყენება ღრძილი რეცესიის (განლევის) მკურნალობისთვის. შევეცდები მოკლედ აღვწერო რას წარმოადგენს იგი, რას უნდა მოელოდეთ და რა უნდა გაითვალისწინოთ.

გრაფტი ანუ ტრანსპლანტატი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი ღრძილის ქსოვილი დაზიანებულია დაავადების ან ტრავმის შედეგად. პაროდონტის დაავადება სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში პროგრესირებს და ანთებითი

Continue reading “რა არის ღრძილოვანი გრაფტი?”

რატომაა იმპლანტაცია ძვირი?

ალბათ ძნელად მოიძებნება საქართველოში პაციენტი, ვინც თვლის რომ იმპლანტაციის ფასი ძვირი არაა. და არამარტო საქართველოში. ამ პოსტში შევეცდები ავხსნა ის მიზეზები, რაც ჩემი აზრით განაპირობებს ამ პროცედურის სიძვირეს.

პირველ რიგში თავად იმპლანტებზე ვისაუბროთ, იმ პროცესზე, სანამ იგი ექიმ-სპეციალისტამდე მიაღწევს. დენტალური იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან, რომელიც თავისთავად ძვირადღირებული მეტალია. თუმცა არსებობს უმეტალო იმპლანტებიც (მაგ. ცირკონიუმის ოქსიდისგან ან PEEK პოლიმერისგან დამზადებული), მაგრამ ისინი ისე კარგად არაა ჯერ შესწავლილი, როგორც ტიტანი. ამიტომ ტრადიციული ტიტანის იმპლანტები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი რჩება და ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ. Continue reading “რატომაა იმპლანტაცია ძვირი?”