Continue reading “რაზე შეიძლება მიანიშნებდეს კბილების ჰიპერმგრძნობელობა?”
Tag: დენტინი
მიუხედავად იმისა, რომ კბილი მტკიცე ქსოვილებისაგან შედგება, იგი ჩვეულებრივი ორგანოა, თავისი ინერვაციით და სისხლმომარაგებით, თუმცა რეგენერაციის უნარი არ გააჩნია. კბილის დევიტალიზაცია ანუ “მოკვლა” როგორც მას ხშრად უწოდებენ, არღვევს მისი მაგარი ქსოვილების სისხლმომარაგებას, რადგან პულპა ანუ “ნერვი”, რომლის ამოღებაც დევიტალიზაციის მიზანია ტკივილის აღმოსაფხვრელად, ნერვული დაბოლოებების გარდა შეიცავს სისხლძარღვებსაც. სწორედ ისინი კვებავენ კბილის მაგარ ქსოვილს —- დენტინს. კვებას მოკლებული დენტინი დროთა განმავლობაში ოდნავ მუქდება და მყიფე ხდება, კარგავს ელასტიურობას და მცირე ტრავმებითაც კი შეიძლება დაზიანდეს. Continue reading “ფერშეცვლილი “მკვდარი” კბილის პრობლემა”
დღეს ნეტში წავაწყდი ერთ ძალიან პრაქტიკულ და საჭირო პროდუქტს Sybron Endo-სგან. ეს ფირმა ალბათ ბევრისთვისაა ცნობილი ხარისხიანი ენდოდონტიური პროდუქციით და არამარტო.
მოკლედ, წარმოგიდგენთ SlickGel ES.
მის შემადგენლობაში შედის კარმაბიდის, იგივე შარდოვანას პეროქსიდი და EDTA-ს ხსნარი. ლუბრიკანტის ფუნქციის გარდა, რომელიც აუცილებელია არხის როგორც მანუალური, ისე მექანიკური დამუშავებისას, მისი შემადგენელი კომპონენტები სულ სხვა “მისიას” ასრულებენ. Continue reading “SlickGel ES from Sybron Endo”