რას წარმოადგენს და რამდენად საშიშია ფისტულა ღრძილზე?

ხშირად კითხულობენ თუ რამდენად საშიშია ღრძილზე გაჩენილი ფისტულა. ეს შეკითხვა ბუნებრივია, რადგან ამ მდგომარეობას არ ახლავს რაიმე სიმპტომები, რაც მის “საშიშობაზე” შეიძლება მიუთითებდეს. არ ახლავს ტკივილი, შეშუპება, ანთებითი ცვლილებები ირგვლივ ქსოვილებში. ერთი სიტყვით, ისევე გამოიყურება, როგორც ღრძილზე გაჩენილი”მუწუკი”, რომელიც დაცლის შემდეგ თავისით ქრება. ასეთი უსიმპტომო მიმდინარეობის გამო ხშირად მას ყურადღებას არ აქცევენ და ასე გრძელდება წლების განმავლობაში. თუ გვეცოდინება რას წარმოადგენს ფისტულა, დავრწმუნდებით, რომ იგი საკმაოდ სერიოზული ნიშანია და ყურადღების მიქცევა აუცილებელია. Continue reading “რას წარმოადგენს და რამდენად საშიშია ფისტულა ღრძილზე?”

Advertisements

პაროდონტიტიდან ინსულტამდე

ერთი შეხედვით ძნელია წარმოიდგინო რა კავშირი შეიძლება იყოს ღრძილების დაავადებასა და სისხლძარღვოვან უკმარისობას შორის, რომელიც ხშირად გულის ინფარქტის ან იშემიური ინსულტის მიზეზი ხდება. კვლევების შედეგად დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ არაკონტროლირებადი პაროდონტიტის მქონე პირებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ალბათობა 2-ჯერ მეტია. ასევე არსებობს მონაცემები პირის ღრუში არსებული ინფექციის კავშირის შესახებ იშემიურ ინსულტთან. Continue reading “პაროდონტიტიდან ინსულტამდე”

რა უნდა ვიცოდეთ პირის ღრუს კიბოს შესახებ

Stop Oral Cancer on Open Hand.

პირის ღრუს კიბო ერთერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა, რომელსაც სიკვდილიანობის მაღალი დონით ხასიათდება. დაავადებულთა ნახევარი ვერ ცოცხლობს 5 წელზე მეტხანს. ასეთი შედეგი განპირობებულია არა დაავადების დიგნოსტიკის ან მკურნალობის სირთულით, არამედ იმით, რომ დიაგნოზის დასმა ძირითადად ხდება შორსწასულ სტადიაზე.

ისევე როგორც პირის ღრუს მრავალი დაავადების შემთხვევაში, თამბაქო და ალკოჰოლი აქაც ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორებია. თუმცა ბოლო წლების Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ პირის ღრუს კიბოს შესახებ”

რენტგენი — მტერი თუ მეგობარი?

kabineti1

ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რენტგენოდიაგნოსტიკა სტომატოლოგიაში. ხშირად მას გადანწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასასმელად. არცთ იშვიათად ჩნდება კითხვები მის უსაფრთხოობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს რენტგენის გამოსხივება, საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ მისი შესაძლებლობები. Continue reading “რენტგენი — მტერი თუ მეგობარი?”