
“სარძევე კბილს ფესვი არ აქვსო” შეიძლება გაგიგიათ. ფესვიც აქვს და სრულფასოვანი კბილიცაა, მაგრამ მოცვლისას რომ მხოლოდ გვირგვინი შეგვრჩება ხოლმე ხელში, ეს მოსაზრება ალბათ ამის დამსახურებაა.
კარიესის “ლოგიკური გაგრძელება” პულპიტი ანუ კბილის ნერვის ანთებაა. სწორედ ის, რომელიც არხების მკურნალობას ანუ ენდოდონტიას საჭიროებს. სამწუხაროდ, ეს შეიძლება საჭირო გახდეს კარიესის დროსაც, როდესაც “ნერვი” ჯერ კიდევ არ არის “ჩათრეული”, თუკი კარიესი იმდენად ღრმაა, რომ მისი დამუშავება პულპის შეხების გარეშე შეუძლებელია. Continue reading “როდის ხდება საჭირო არხების მკურნალობა”
გქონიათ შემთხვევა, როდესაც კბილი წლების წინ გაქვთ ნამკურნალები, “მკვდარია” და არც გაწუხებთ, მაგრამ სტომატოლოგი გეუბნებათ, რომ საჭიროა არხების განმეორებით მკურნალობა? ასეთ გადაწყვეტილებას ექიმი რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს, თუ ჩათვლის რომ არხები სრულფასოვნად არ არის ნამკურნალები და ჩამოყალიბებულია ფესვის ირგვლივ ანთებითი კერა, რომელიც მოიაზრებს ძვლის დაშლას და წარმოქმნილ ღრუში ჩირქოვანი ექსუდატის დაგროვებას. ძალიან ხშირად ასეთი პროცესი ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ გამწვავდება. რენტგენზე კი ჩანს მუქი ჩრდილი ფესვის მწვერვალზე ან მის გარშემო, რაც ძვლის დაშლას შეესაბამება. Continue reading “განმეორებითი ენდოდონტია — რატომ?”
თუ თქვენმა სტომატოლოგმა ფესვის მწვერვალის რეზექცია ანუ აპიკოექტომია შემოგთავაზათ, ესეიგი არხის მკურნალობა ჩვეულებრივი გზით ვერ ხერხდება. აპიკოექტომია მცირე მასშტაბის ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ფესვის მწვერვალს კვეთენ (apex მწვერვალს ნიშნავს ლათინურად, tomia –გაკვეთას) და მის გარშემო არსებულ ანთების კერას აშორებენ, არხს კი ჰერმეტულად ხურავენ. Continue reading “აპიკოექტომია”
არხების მკურნალობა მტკივნეული პროცედურაა?
არხების მკურნალობა ტკივილთან ასოცირდება არა იმიტომ რომ პროდურაა მტკივნეული, არამედ იმიტომ რომ ინფექცია ფესვის არხში იწვევს ტკივილს და სწორედ ამიტომ არის საჭირო არხების მკურნალობა — მიზეზის და შესაბამისად ტკივილის მოსაშორებლად. ხშირად სწორედ შიშის გამო არიდებენ თავს მკურნალობას. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და მტკივნეული არ უნდა იყოს. Continue reading “არხების მკურნალობა. ხშირად დასმული კითხვები.”
ენდოდონტიის ანუ არხების მკურნალობის დროს ერთერთი ყველაზე ხშირი გართულებაა საბჟენი მასალის გადასვლა ფესვის ირგვლივ ქსოვილებში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არხის დამუშავების ან მისი ჰერმეტიზაციის (საბჟენი მასალით შევსება) პროტოკოლის დარღვევით. რამდენადაც თანამედროვე პრაქტიკაში თითქმის ყოველთვის გუტაპერჩა გამოიყენება და ის კი ინერტული მასალაა, Continue reading “პარესთეზია, როგორც არხების მკურნალობის გართულება”
ენდოდონტიური მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია შემდეგ ძირითად ფაქტორებზე: არხების ანატომიის ცოდნა, შესაბამისი აპარატურისა და ინსტრუმენტების, საირიგაციო და საობტურაციო სისტემების გამოყენება. თანამედროვე ენდოდონტიაში უკვე კარგადაა ცნობილი, რომ არხები რთული სისტემაა, უმეტეს შემთხვევაში გააჩნია არასწორი ფორმა, სხვადასხვა დიამეტრი ლოყა-ენისა და მედიო-დისტალური მიმართულებით, მრავალრიცხოვანი ლატერალური არხები, ანასტომოზები, დელტები, მრავლობითი აპიკალური ხვრელები. ყოველივე ამის გათვალისწინებით ნათელი ხდება, რომ ამ რთული სისტემის მხოლოდ მექანიკური გზით დამუშავება შუძლებელია და საბოლოო სიტყვა მედიკამეტურ დამუშავებაზეა, რაც აგვაცილებს განმეორებით დაინფიცირებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ქიმიური დამუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანატომიურად რთულ არხებში, სადაც შესაძლოა სრულყოფილი ინსტრუმენტული დამუშავება ვერ ჩატარდეს.
არხების დეზინფექციისას პრობლემას წარმოადგენს მიკრობული სტრუქტურა, ვუწოდოთ მას “ბიოფილმი” (ინგ. biofilm), რომელიც შედგება Continue reading “თანამედროვე ენდოდონტიაში გამოყენებული არხის სადეზინფექციო საშუალებები და მეთოდები (ნაწ. I)”