ტიტანი — ესაა მასალა, რომელმაც გარდატეხა მოახდინა რეკონსტრუქციულ მედიცინაში და კერძოდ, სტომატოლოგიაში. ქიმიური ელემენტი ტიტანი (Titanium — Ti) ვერცხლისფერ მეტალს წარმოადგენს და გამორჩეული თვისებების გამო მას ბერძნული მითოლოგიის ღმერთების — ტიტანების სახელი უწოდეს, რომლებიც განსაკუთრებულად ძლიერები იყვნენ. ბუნებაში არცერთ სხვა ქიმიურ ელემენტს არ ახასიათებს სიმსუბუქისა და სიმტკიცის ისეთი შეფარდება როგორც ტიტანს. მისი კიდევ ერთი გამორჩეული თვისება მაღალი მდგრადობაა კოროზიის მიმართ, რაც მის ბიოშეთავსებადობას განაპირობებს. Continue reading “ტიტანი დენტალურ იმპლანტაციაში”