ბრილიანტები კბილებზე

მრავალი წლის წინ ცენტრალურ ამერიკაში მაიას ტომის ინდიელები თავიანთ კბილებს ფირუზის, ლალის, ზურმუხტის და ნეფრიტის კრისტალებით იმკობდნენ. და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ XXI საუკუნის ერთერთი მოდის ფუძემდებლები გახდებოდნენ. დღეს კბილის სამკაულები ანუ სკაისები მეტად პოპულარულია.

decor_13რას წარმოადგენს სკაისები და ღირს თუ არა მათი გაკეთება? სკაისები __ ეს ძალიან მცირე ზომის, მსუბუქი და ბრტყელი თვლებია, დამზადებული სპეციალურად კბილების შესამკობად. მათი ფორმები სხვადასხვაა: წვეთი, ვარსკვლავი, ნახევარმთვარე, ასოები და სხვა.

მათ მინანქარზე ამაგრებენ სპეციალური მასალით. ეს პროცედურა სულ 10 წუთი გრძელდება. მანამდე კი კბილის ზედაპირს ექიმი ამზადებს __ იდეალურად ასუფთავებს, აშრობს და შემდეგ ამაგრებს თვლებს. Continue reading “ბრილიანტები კბილებზე”