კომპოზიტური რესტავრაციები ღიმილის საკორექციოდ

ზოგჯერ ფრონტალურ (წინა) კბილებზე მცირედი დეფექტის არსებობაც კი საკმარისია, რომ თამამად გაღიმება პრობლემად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ჩამოტეხილი კიდე, ან არასტანდარტული ფორმის კბილი, ან თუნდაც რთულად შესამჩნევი რაიმე წვრილმანი.  Continue reading “კომპოზიტური რესტავრაციები ღიმილის საკორექციოდ”

ხელოვნური კონსტრუქციები VS ჯანმრთელი ღრძილები

F1.largeთუკი თქვენი არაჩვეულებრივი ხელოვნური გვირგვინების ვიზუალურ ეფექტს აფუჭებს მუდმივად შეშუპებული, სისხლმდენი,
არაბუნებრივი შეფერილობის (წითელი ან მოლურჯო) ღრძილები, პრობლემის მოგვარება სავლებებით და მალამოებით უშედეგო ან დროებით ეფექტური იქნება. ამ დროს თითქმის ყოველთვის სახეზეა პაროდონტის დაავადება. ვითარდება ჯერ გინგივიტი, შემდეგ კი — პაროდნტიტი, თუკი არ მოხდა მიზეზის აღმოფხვრა. მიზეზს კი წარმოადგენს არასწორად დამზადებული და Continue reading “ხელოვნური კონსტრუქციები VS ჯანმრთელი ღრძილები”

“ცერეკის” კბილები

უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სტომატოლოგიის და განსაკუთრებით ესთეტიკური სტომატოლოგიის შესაძლებლობები.

CAD/CAM (Computer-Aided Design /Computer-Aided Manufacturing) ტექნოლოგია საშუალებას იძლევა კომპიუტერის საშუალებით მოხდეს კონსტრუქციის დიზაინის შექმნა და შემდეგ მისი წარმოება ანუ ის, რაც ლაბორატორიაში კბილის ტექნიკოსის ხელით კეთდებოდა ადრე. ეს ზოგავს უამრავ დროს და ადამიანურ რესურსს.

CAD/CAM ტექნოლოგიაზე დაფუძნებული რამდენიმე პროგრამა არსებობს. ზოგი მათგანი განკუთვნილია ლაბორატორიაში სამუშაოდ. ზოგი კი, Continue reading ““ცერეკის” კბილები”

კერამიკა თქვენს ღიმილში

კერამიკა აღდგენით სტომატოლოგიაში შეუცვლელ მასალას წარმოადგენს კბილთა პროთეზირების სფეროში. იგი აბსოლუტურად ინერტულია და შეთავსებადი პირის ღრუს ქსოვილებთან, არ იწვევს რაიმე სახის ალერგიულ რეაქციას. მეტალო-კერამიკა, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია, წარმოადგენს მეტალის კარკასს, “მოპირკეთებულს” კერამიკის ფენით. იმდენად, რამდენადაც მეტალი არ ატარებს სინათლის სხივს, მეტალოკერამიკის გვირგვინი ბუნებრივი კბილისაგან განსხვავებით ვერ ახდენს სხივის გარდატეხას, რის გამოც არ გააჩნია ბუნებრივი გამჭვირვალობა.veneer

უმეტალო კერამიკა მთლიან-კერამიკულ გვირგვინს წარმოადგენს. მეტალის კარკასის გარეშე. თუმცა Continue reading “კერამიკა თქვენს ღიმილში”