ღიმილი და ციფრული ტექნოლოგია

slider3

ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რასაც ვერ შეცვლი, მაგალითად სიმაღლე, ფეხის ზომა, ოჯახი, სადაც დაიბადე… საბედნიეროდ, ღიმილი ამ სიაში არ შედის. კოსმეტიკური სტომატოლოგიისა და ღიმილის ციფრული დიზაინის წყალობით სავსებით რეალურია მისი რადიკალური შეცვლა. ისევე როგორც თითოეული ღიმილია უნიკალური, ასევე ინდივიდუალურია მისი შეცვლის სქემა.  Continue reading “ღიმილი და ციფრული ტექნოლოგია”

Advertisements

რატომაა იმპლანტაცია ძვირი?

ალბათ ძნელად მოიძებნება საქართველოში პაციენტი, ვინც თვლის რომ იმპლანტაციის ფასი ძვირი არაა. და არამარტო საქართველოში. ამ პოსტში შევეცდები ავხსნა ის მიზეზები, რაც ჩემი აზრით განაპირობებს ამ პროცედურის სიძვირეს.

პირველ რიგში თავად იმპლანტებზე ვისაუბროთ, იმ პროცესზე, სანამ იგი ექიმ-სპეციალისტამდე მიაღწევს. დენტალური იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან, რომელიც თავისთავად ძვირადღირებული მეტალია. თუმცა არსებობს უმეტალო იმპლანტებიც (მაგ. ცირკონიუმის ოქსიდისგან ან PEEK პოლიმერისგან დამზადებული), მაგრამ ისინი ისე კარგად არაა ჯერ შესწავლილი, როგორც ტიტანი. ამიტომ ტრადიციული ტიტანის იმპლანტები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი რჩება და ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ. Continue reading “რატომაა იმპლანტაცია ძვირი?”

“მერილენდის ხიდი”

maryland-bridge-header-imageევეცდები ვრცლად ვუპასუხო ერთერთი მკითხველის შეკითხვას, თუ რას წარმოადგენს და რა შემთხვევაში გამოიყენება მერილენდის ხიდი.

პროტეზირების ეს ტექნიკა პირველად მერილენდის უნივერსიტეტში შემუშავდა და მისი სახელწოდებაც აქედან მოდის. მას “ადჰეზიური ხიდის” სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა მეტალის კარკასზე დამაგრებულ ხელოვნურ კბილს. მეტალის “ფრთები” გვერდითი კბილების უკანა ზედაპირზე მაგრდებოდა ისე, რომ კბილის დამუშავება საჭირო არ იყო. რამდენადაც ასეთი მიმაგრება შედარებით სუსტია, მერილენდის ხიდი ფრონტალური კბილების Continue reading ““მერილენდის ხიდი””

ხიდი თუ იმპლანტი?

dental-implants-300x200დენტალური იმპლანტაცია რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა და დაიხვეწა იმპლანტაციის ტექნიკა და დამხმარე საშუალებები. მიუხედავად ფასისა და ქირურგიული პროცედურის საჭიროებისა, დღესდღეობით კბილის ამოღების შემდეგ მისი აღდგენის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს. აი რამდენიმე მიზეზი ერთეული დანაკლისი კბილის შემთხვევაში რა უპირატესობა აქვს იმპლანტს ხიდთან შედარებით: Continue reading “ხიდი თუ იმპლანტი?”