COVID-19 ვაქცინაცია და ანტიბიოტიკები

ვაქცინაციის პროცესს ქართული ჯანდაცვის სისტემა არცთუ მომზადებული შეხვდა. სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ექიმების მასობრივი ინფორმირება ვაქცინის, ვაქცინაციის პროცესის, სხვადასხვა დაავადებებთან და მედიკამენტებთან ურთიერთკავშირის თაობაზე აშკარად არ არის სათანადო იმ მოცემულობაში, რომ ვირუსი ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია და ყველაზე ეფექტური ვაქცინები ახალი ტექნოლოგიითაა დამზადებული. ამიტომ ბუნებრივია ხშირია არასწორი რეკომენდაციები. ამან თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაავადებებთან დაკავშირებული გართულებები. Continue reading “COVID-19 ვაქცინაცია და ანტიბიოტიკები”

პაროდონტიტიდან ინსულტამდე

ერთი შეხედვით ძნელია წარმოიდგინო რა კავშირი შეიძლება იყოს ღრძილების დაავადებასა და სისხლძარღვოვან უკმარისობას შორის, რომელიც ხშირად გულის ინფარქტის ან იშემიური ინსულტის მიზეზი ხდება. კვლევების შედეგად დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ არაკონტროლირებადი პაროდონტიტის მქონე პირებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ალბათობა 2-ჯერ მეტია. ასევე არსებობს მონაცემები პირის ღრუში არსებული ინფექციის კავშირის შესახებ იშემიურ ინსულტთან. Continue reading “პაროდონტიტიდან ინსულტამდე”