ვიტამინი K2 პირის ღრუსა და არტერიების ჯანმრთელობისათვის

როდესაც “გულის შეტევა” გვესმის, ყველას გვიჩნდება ასოციაცია  — დახშული კორონარული სისხლძარღვები, ათეროსლეროზი, მაღალი ქოლესტერინი, “ცხიმის გროვები” სისხლძარღვების კედლებზე… ნაჯერი ცხიმების და ქოლესტერინის შემცველობა საკვებ რაციონში მართლაც დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის მიზეზად. მაგრამ ეს თეორია სრულად ვერ ახდენს გულის დაავადების განვითარების პროგნოზირებას. Continue reading “ვიტამინი K2 პირის ღრუსა და არტერიების ჯანმრთელობისათვის”

Tooth Mousse — გემრიელი და საიმედო დაცვა

esteemdental-7

ისეთი მტკიცე ქსოვილიც კი, როგორიც კბილის მინანაქარია დროთა განმავლობაში კარგავს იმ მინერალებს (დემინერალიზაცია), რომლებიც მის სიმტკიცეს განაპირობებენ. ეს უმთავრესად საკვებში შემავალი მჟავების გავლენით ხდება,  და რომ არ არსებობდეს ერთგვარი ბალანსი პირის ღრუში, კბილებს ახალგაზრდა ასაკში დავკარგავდით.

დაკარგულ მინერალებს მინანქარი უმთავრესად ნერწყვიდან აღიდგენს. გარდა ამისა ნერწყვი ჩამორეხცხავს მისი ზედაპირიდან საკვების ნარჩენებს, რომლის დაშლის შედეგად ბაქტერიების მიერ ასევე მჟავები წარმოიქნება. მათი Continue reading “Tooth Mousse — გემრიელი და საიმედო დაცვა”

SlickGel ES from Sybron Endo

დღეს ნეტში წავაწყდი ერთ ძალიან პრაქტიკულ და საჭირო პროდუქტს  Sybron Endo-სგან. ეს ფირმა ალბათ ბევრისთვისაა ცნობილი ხარისხიანი ენდოდონტიური პროდუქციით და არამარტო.

მოკლედ, წარმოგიდგენთ SlickGel ES.

slickgel-es-tubes

მის შემადგენლობაში შედის კარმაბიდის, იგივე შარდოვანას პეროქსიდი და EDTA-ს ხსნარი. ლუბრიკანტის ფუნქციის გარდა, რომელიც აუცილებელია არხის როგორც მანუალური, ისე მექანიკური დამუშავებისას, მისი შემადგენელი კომპონენტები სულ სხვა “მისიას” ასრულებენ. Continue reading “SlickGel ES from Sybron Endo”