არ ვიცი ჩემს ბლოგს რამდენად კითხულობენ ჩემი კოლეგები, მაგრამ ერთ პრობლემას წავაწყდი და მადლობელი ვიქნები, თუ გამომეხმაურებიან.
საქმე რაშია: ლაბორატორიამ, რომელიც ამზადებს კაპებს გათეთრების სახლის სისტემისთვის მომთხოვა მხოლოდ ალგინატური მასალით ანაბეჭდის მიტანა. მოგეხსენებათ, მოდელის ჩამოსხმა ამ მასალის გამოყენების შემთხვევაში ანაბეჭდის აღებისთანავე უნდა მოხდეს. ჩემთვის კი დროის მოკლე პერიოდში ლაბორატორიაში მისვლა პრობლემას წარმოადგენს (მე თვითონ ვერ ჩამოვასხამ გარკვეული მიზეზბის გამო).
მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, აზრად მომივიდა სილიკონური ორშრიანი მასალის პირველი შრის გამოყენება (მეორე შრე კაპის დასამზადებლად აუცილებლობას არ წარმოადგენს).
ლაბორატორიამ ჩემი ბრწყინვალე იდეა არ გაიზიარა, მაგრამ ვერც ამიხსნა, რატომ.
პასუხს ვერსად მივაგენი.
პ.ს. მივიღებ ნებისმიერ ახალ იდეას და დავაფასებ თქვენს გულისხმიერებას 🙂