მარიხუანას გამოყენება, კერძოდ კი მოწევა ზოგადად ასოცირდება არაჯანსაღ პირის ღრუსთან, მაგრამ კიდევ უფრო რთულდება მდგომარეობა პარალელურად სხვა ფაქტორების არსებობისას — მოხმარების მაღალი სიხშირე, თამბაქო, ალკოჰოლი და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ცუდი ჰიგიენური ჩვევები, იშვიათი ვიზიტები სტომატოლოგთან. Continue reading “მარიხუანა და პირის ღრუს ჯანმრთელობა”
Tag: კარიესი
“უშაქრო საღეჭი რეზინი” — ეს ფრაზა ყველასათვის ნაცნობი და ახლობელია სატელევიზიო რეკლამების წყალობით. მარკეტერების პოზიცია გასაგებია, მაგრამ სტომატოლოგების აზრიც თუ გაინტერესებთ, ისინი არამარტო დასაშვებად თვლიან უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენებას, არამედ მიესალმებიან და რეკომენდაციასაც უწევენ. Continue reading “სიმართლე უშაქრო საღეჭი რეზინის შესახებ”
თუ კარიესი შენიშნეთ, სტომატოლოგის გეშინიათ და გარეთ კი 21-ე საუკუნეა, ბუნებრივია გუგლს მიმართავთ რჩევისთვის. ის კი უამრავ რესურსს შემოგთავაზებთ, სადაც მავანნი “დამაჯერებლად” გიზიარებენ თავის გამოცდილებას, თუ როგორ იმკურნალეს კარიესი ექიმის გარეშე. პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენს მდგომარეობაში ბევრია, ასეთი რესურსები კი ტრეფიკზე ანუ ვიზიტორების მოზიდვაზე მუშაობენ და თუ წყარო კვლევის შედეგს არ წარმოადგენს, მინიმუმ დროს დაკარგავთ კარიესული ღრუს სასწაულებრივი ამოვსების მოლოდინში. მეორე რიგში კი… Continue reading “კარიესის მკურნალობა ექიმის გარეშე: მითი თუ რეალობა”
დავიწყოთ იმით, თუ რა არის pH ბალანსი. ეს მაჩვენებელი აღნიშნავს, თუ რამდენად შეუძლია სითხეს მჟავას განეიტრალება. პირის ღრუში კი, როგორც ვიცით უამრავი სახის მჟავა ხვდება საკვებთან და სასმელთან ერთად. გარდა ამისა მჟავები წარმოიქნება ბაქტერიების მიერ საკვების ნარჩენების გადამუშავებისას. მჟავა აზიანებს კბილის მინანქარს, ახდენს მის დემინერალიზაციას და შედეგად ვითარდება კარიესი. ამიტომ ამ მჟავების განეიტრალება პირის ღრუში ძალიან მნიშვნელოვანია კარიესის პროფილაქტიკისათვის. Continue reading “რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს pH ბალანსი?”
ბავშვობაში ჩანერგილი რწმენა, რომ ბაქტერიები ბოროტი უხილავი არსებებია და დაავადებასთან ასოცირდება ბევრ ჩვენგანს დღემდე მოჰყვება. ამ რწმენიდან გამომდინარე კი მიგვაჩნია, მათგან თავდაცვის საუკეთესო გზა მათი განადგურებაა. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. Continue reading “პრობიოტიკები, პრებიოტიკები და ბაქტერიები”
ყველას გაგვისინჯავს საღეჭი რეზინი, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც უშაქროს, მაგრამ რეალურად ტკბილი გემო აქვს. ასეთი საღეჭი რეზინი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ შაქრის ნაცვლად მის შემცვლელს შეიცავს, ყველაზე ხშირად ქსილიტოლს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
საღეჭი რეზინის გამოყენების ასეთი აქტიური პროპაგანდა არამხოლოდ Continue reading “რატომ და როგორ გამოვიყენოთ უშაქრო საღეჭი რეზინი”