10 წელი თქვენთან ერთად

დღეს ვებსაიტს “ყველაფერი სტომატოლოგიაზე” 10 წელი შეუსრულდა. იმედია ამ ხნის განმავლობაში იგი პირნათლად ასრულებდა თავის ფუნქციას და აძლევდა მის მკითხველს საჭირო და საინტერესო ინფორმაციას სტომატოლოგიის სხვადასხვა სფეროდან, ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს და იძლეოდა სასარგებლო რჩევებს.

ქვემოთ მოყვანილ ინფოგრაფიკაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ზოგად სტატისტიკას, რომელიც ამ 10 წლის მონაცემებს ასახავს.

 

ახალი განყოფილება

დავამატე ახალი განყოფილება  — თბილისის სტომატოლოგიური კლინიკების კატალოგი.

კლინიკას ეძებთ?

მინდა ვთხოვო სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებს, მეილზე მომაწოდონ თავიანთი კლინიკის კოორდინატები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, თუკი იგი ვერ იხილეთ კატალოგში.

ასევე მინდა დავამატო ქუთაისის, ბათუმის და თელავის კატალოგები და გთხოვთ მომაწოდოთ მონაცემები.