რა საფრთხეს მალავს თქვენი კბილის პასტა?

კბილის პასტების ბევრი მწარმოებელი იყენებს ზოგიერთ პროდუქტში პლასტმასის (პოლიეთილენის) მიკროგრანულებს, ძირითადად დეკორატიული ან წმენდითი უნარის გაუმჯობესების მიზნით. რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც გახშირდა ჰიგიენისტებისა და სტომატოლოგების მიერ ასეთი გრანულების აღმოჩენის შემთხვევები ღრძილის ქსოვილებში, ეჭვქვეშ დადგა მათი შემცველი კბილის პასტების უსაფრთხოება.

Continue reading “რა საფრთხეს მალავს თქვენი კბილის პასტა?”

Advertisements

ალერგია კბილის პასტაზე

uses-for-toothpaste-1შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კბილის პასტაზე ალერგია არცთუ ისე იშვიათია. თუმცა ცოტამ თუ იცის ამ პრობლემის შესახებ. შეიძლება იმიტომ, რომ მას არ ახლავს რაიმე განსაკუთრებული დისკომფორტი ან ტკივილი.
თუკი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედა შრე სხვადასხვა უბანში ადვილად შორდება თხელი აპკის სახით ენით ან თითის საშუალებით, შესაძლოა თქვენ ალერგიული ხართ კბილის პასტაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. ისინი თითქოს წვავენ ლორწოვან გარსს, რომელიც იქერცლება. Continue reading “ალერგია კბილის პასტაზე”

კბილის პასტა: რამდენია საკმარისი?

smear-vs-peaთუ თქვენც უმრავლესობის მსგავსად კბილების გახეხვისას არ იშურებთ კბილის პასტას და იმდენს იყენებთ, რამდენიც შეიძლება დაეტიოს კბილის ჯაგრისის ზედაპირზე, ნახევარზე მეტს უბრალოდ “წყალს ატანთ”, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით.
უფრო მეტი პასტის გამოყენება არანაირად არ გეხმარებათ უკეთესად გახეხვაში. ამ შემთხვევაში პრინციპულად მნიშვნელოვანია Continue reading “კბილის პასტა: რამდენია საკმარისი?”

სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?

ალბათ ინფორმაციის სიმცირის ბრალია, როცა პაციენტები კბილების “გასათეთრებლად” მიმართავენ ისეთ შინაურ მეთოდებს, როგორიც ნახშირი, ლიმონი, სოდა თუ ცარცია. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ თავად სტომატოლოგმა ურჩია. მოდით, ლოგიკურად ავხსნათ რა “სარგებლობის” მოტანა შეუძლია ასეთ მეთოდებს. Continue reading “სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?”

რატომ ჩნდება კბილებზე ქვები?

ეს კითხვა ერთერთია, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ პაციენტები და მეც შევეცდები კიდევ ერთხელ გავცე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი.

qva1

არასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა განმავობაში კი  რბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა. როგორც ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც მრავლადაა პირის ღრუში. Continue reading “რატომ ჩნდება კბილებზე ქვები?”

მითები

მინდა დავდო ერთი ძალიან საინტერესო სტატია, რომელიც ბევრ კითხვაზე გასცემს  ალბათ პასუხს.

დიდი ხანია თითქოს კბილებზე ყველაფერი უკვე ცნობილია. თუმცა ხშირად მცდარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ეჭვის საფუძველს იძლევა. დღეში რამდენჯერ გავიხეხოთ კბილები? ღირს თუ არა კბილების გათეთრება? როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას და რამოდენიმე ცნობილი მითის გაბათილებას შევეცდებით ამ სტატიაში. Continue reading “მითები”

ღრძილების მკურნალობა —- შვება კბილებისთვის

gimili1პაროდონტის დაავადებები დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის.
დასაწყისისთვის, კარგი იქნება განვმარტოთ რა არის პაროდონტი — ესაა კბილის ირგვლივი ქსოვილების კომპლექსი. ისევე როგორც ყველა დაავადებას, პაროდონტის დაავადებებსაც აქვს გარკვეული სიმპტომები. ერთერთი პირველია სისხლდენა კბილების ხეხვის დროს. Continue reading “ღრძილების მკურნალობა —- შვება კბილებისთვის”