ონავარი “სიბრძნის კბილი”: შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ?

სიბრძნის კბილი რაღაცით”ბრმა ნაწლავს” ანუ აპენდიქსს წააგავს — ორივე მათგანს დაკარგული აქვს თავისი როლი  და ორივე მათგანი გვიქმნის პრობლემებს. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია: სიბრძნის კბილი შეიძლება ამოიჭრას უმტკივნეულოდ ან მისი ამოჭრის პროცესი სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს. შეიძლება ამოიჭრას დროულად, ან პირის ღრუს განვითარების დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგ, ან შეიძლება სულაც არ ამოიჭრას და დარჩეს ძვალში (ასეთი “მიძინებული” სიბრძნის კბილი აწვება და აზიანებს მის წინ მდგომ კბილს. დროთა განმავლობაში მის ირგვლივ ხშირად ვითარდება კისტა). და ყველაფერ ამასთან ერთად ისინი ფაქტობრივად არც კი გვჭირდება

რადგანაც სიბრძნის კბილების თავნებობას საზღვარი არ აქვს, სწორედ ამიტომ ხშირად ურჩევენ სტომატოლოგები მათ ამოღებას მანამ, სანამ პრობლემებს გამოიწვევდნენ. დღეს ძალიან იშვიათია, როდესაც Continue reading “ონავარი “სიბრძნის კბილი”: შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ?”

სიბრძნის კბილები: შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ?

12240158_1066456196727882_8660696752365878684_n

“სიბრძნის კბილი” ანუ კბილთა რკალში სულ ბოლო, მე-8 კბილი პირის ღრუში ოთხია — ორი ზედა და ორი ქვედა ყბაზე. ისინი რუდიმენტულ ორგანოებს განეკუთვნებიან ანუ ისეთებს, რომლებმაც ევოლუციის პროცესში თავისი ფუნქცია დაკარგეს და თანდათან Continue reading “სიბრძნის კბილები: შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ?”

როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…

სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა ერთერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა.  სიბრძნის, ანუ მერვე კბილი ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია. მისი, ისევე როგორც სხვა რუდიმენტული ორგანოების არსებობა ადამიანის ორგანიზმში დაკავშირებული უძველესი ადამიანების ცხოვრების წესთან, კერძოდ კი კვების თავისებურებასთან. საქმე იმაშია, რომ საკვები იმ დროისთვის იყო ხისტი, დაუმუშავებელი და მისი დაქუცმაცების ფუნქცია მთლიანად კბილებს ეკისრებოდა. ამით იყო განპირობებული კბილების მეტი რაოდენობა, უფრო მასიური ქვედა ყბის. დროთა განმავლობაში მათ სამუშაო მოაკლდათ, რადგან ადამიანი უკვე უფრო რაფინირებულ საკვებს მიირთმევდა და ღეჭვის აქტმა პირვანდელი ფუნქცია დაკარგა.  Continue reading “როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…”