თანამედროვე ენდოდონტიაში გამოყენებული არხის სადეზინფექციო საშუალებები და მეთოდები (ნაწ. I)

ენდოდონტიური მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია შემდეგ ძირითად ფაქტორებზე: არხების ანატომიის ცოდნა, შესაბამისი აპარატურისა და ინსტრუმენტების, საირიგაციო და საობტურაციო სისტემების გამოყენება. თანამედროვე ენდოდონტიაში უკვე კარგადაა ცნობილი, რომ არხები რთული სისტემაა, უმეტეს შემთხვევაში გააჩნია არასწორი ფორმა, სხვადასხვა დიამეტრი ლოყა-ენისა და მედიო-დისტალური მიმართულებით, მრავალრიცხოვანი ლატერალური არხები, ანასტომოზები, დელტები, მრავლობითი აპიკალური ხვრელები. ყოველივე ამის გათვალისწინებით ნათელი ხდება, რომ ამ რთული სისტემის მხოლოდ მექანიკური გზით დამუშავება შუძლებელია და საბოლოო სიტყვა  მედიკამეტურ დამუშავებაზეა, რაც აგვაცილებს განმეორებით დაინფიცირებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ქიმიური დამუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანატომიურად რთულ არხებში, სადაც შესაძლოა სრულყოფილი ინსტრუმენტული დამუშავება ვერ ჩატარდეს.

არხების დეზინფექციისას  პრობლემას წარმოადგენს მიკრობული სტრუქტურა, ვუწოდოთ მას “ბიოფილმი” (ინგ. biofilm), რომელიც შედგება Continue reading “თანამედროვე ენდოდონტიაში გამოყენებული არხის სადეზინფექციო საშუალებები და მეთოდები (ნაწ. I)”

იმპლანტაცია მოზარდებში: როდისაა დროული?

Dr. Todd Welch

სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ფრონტალური კბილების არარსებობა უდიდესი სტრესია მოზარდის ფსიქიკისთვის, რაც პრობლემის დროულად გადაწყვეტას ითხოვს. მეორეს მხრივ, იმპლანტაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული დროის სწორად შერჩევაზე. ერთმნიშვნელოვნად მიღებულია, რომ იმპლანტაცია არ უნდა ჩატარდეს, სანამ ყბებისა და სახის ძვლების ზრდა არ დასრულდება. თუ რა ასაკში მოხდება ეს, მკვეთრად ინდივიდუალურია.

კბილის ფესვი ძვლოვან ქსოვილთან ერთგვარი იოგოვანი შრითაა დაკავშირებული, რომელსაც პერიოდონტი ეწოდება. თავის მხრივ, იგი უამრავი კოლაგენური ბოჭკოსგან შედგება, რომელნიც უმცირესი ზამბარების მსგავსად, კბილზე მოქმედი სხვდასხვა ძალის საპასუხოდ ახორციელებენ ამორტიზაციას და კბილების გადანაცვლებას ძვლოვან ქსოვილში (მაგალითად, ორთოდონტიული მკურნალობისას).

იმპლანტატის შემთხვევაში პერიოდონტი არ არსებობს და იგი ძვალთან ბიოქიმიურ კავშირს ამყარებს, რომელსაც ოსტეოინტეგრაცია ეწოდება. იმპლანტი ძვლის ქსოვილში ისეა მოთავსებული, როგორს არმატურა ბეტონში, ანუ უძრავად.

ნაადრევად ჩატარებული იმპლანტაციის შემთხვევაში, იმპლანტი ვერ გადაადგილდება ყბის ზრდის მიმართულებით, კბილისგან განსხვავებით. ვერც მიმდებარე ღრძილი მიჰყვება ძვლოვანი ქსოვილის ზრდას და ჩნდება დეფორმირებული უბანი.

როგორ განვსაზღვროთ დასრულდა თუ არა ძვლოვანი ქსოვილის ზრდა? თუ თქვენი შვილის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზომა კვლავ მატულობს, ე.ი. ჯერ ადრეა. უფრო ზუსტად თქვენი ორთოდონტი გეტყვით რენტგენოგრამასა და გამოკვლევის სხვა მეთოდებზე დაყრდნობით.

ნაადრევი იმპლანტაციის შედეგების გამოსასწორებლად ზოგჯერ საკმარისია იმპლანტზე დამაგრებული ხელოვნური კბილის გამოცვლა, ზოგჯერ კი საჭირო ხდება იმპლანტის შეცვლა და ისეთი რთული და ძვირადღირებული პროცედურის ჩატარება, როგორიც ძვლოვანი რეგენერაციაა.