კომპოზიტური რესტავრაციები ღიმილის საკორექციოდ

ზოგჯერ ფრონტალურ (წინა) კბილებზე მცირედი დეფექტის არსებობაც კი საკმარისია, რომ თამამად გაღიმება პრობლემად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ჩამოტეხილი კიდე, ან არასტანდარტული ფორმის კბილი, ან თუნდაც რთულად შესამჩნევი რაიმე წვრილმანი.  Continue reading “კომპოზიტური რესტავრაციები ღიმილის საკორექციოდ”

ჰელიობჟენი თუ ცერეკი?

როდესაც საქმე მცირე ზომის კარიესს ეხება, ჰელიობჟენის ანუ სხივით გამყარებადი კომპოზიტის არჩევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც დიდი ზომის დეფექტია აღსადგენი, ანუ კბილის გვირგვინის რესტავრაციაა საჭირო, ღირს დაფიქრება. ასეთ შემთხვევაში ჰელიობჟენს კონკურენციას უწევს “ცერეკის” ბჟენი, რომელიც კერამიკის მასალისგანაა დამზადებული CEREC ტექნოლოგიით. ასეთ ბჟენს ინლეი ან ონლეი ეწოდება. Continue reading “ჰელიობჟენი თუ ცერეკი?”

ფისურების ჰერმეტიზაცია — კარიესის პრევენცია

კვლავ ვეხმაურებით დასმულ შეკითხვას და ამ პოსტში ვისაუბრებთ ფისურების ჰერმეტიზაციაზე (ჩაბეჭდვაზე), როგორც რეკომენდებულ პრევენციულ მეთოდზე კარიესის წინააღმდეგ.

ფისურები — ეს ბუნებრივი ღარებია საღეჭი კბილების ზედაპირზე. გარდა იმისა, რაც ვიზუალურად ჩანს, ძალიან ხშირად ფისურები ვერტიკალური ნაპრალის სახით საკმაოდ ღრმად ვრცელდება კბილის ქსოვილში. ბუნებრივია, ასეთი მიკროსკოპული სივრცის გასუფთავება ჯაგრისის საშუალებით შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც ფისურების კარიესი პროცენტულად ყველაზე ხშირია.  Continue reading “ფისურების ჰერმეტიზაცია — კარიესის პრევენცია”