ხშირად გაგვიგია შემთხვევები, როდესაც რომელიმე სპეციალისტი — პედიატრი, ორთოდონტი ან ლოგოპედი ურჩევს მშობელს, რომ პატარას ჩაუტარდეს ენის ლაგამის კორექცია. რას წარმოადგენს ლაგამი პირის ღრუში და რა გართულებებს შეიძლება იწვევდეს მისი ანომალიური მიმაგრება?
ზოგადად ლაგამი ლოწოვანი ქსოვილის ან კანის ნაწილია, რომელიც მიმაგრებულია მოძრავ ქსოვილზე და ზრუდავს მის მოძრაობას. პირის ღრუში ლაგამის ორი სახეობაა: ტუჩის ლაგამი Continue reading “ენის ლაგამი: რა ასაკში უნდა ჩატარდეს კორექცია?”
Tag: ლაზერი
ფიბრომა პირის ღრუში ძალიან ხშირად გვხვდება. ესაა რბილი, ვარდიფერი ან მოთეთრო შეფერილობის წარმონაქმნი, რომელიც ჩვეულებრივ კეთილთვისებიანია. იგი ლორწოვანის ქრონიკული ტრავმის ან გაღიზიანების შედეგად ვითარდება (მაგ. ტუჩის კვნეტა). ყველაზე ხშირად ფიბრომა გვხვდება სწორედ იმ ადგილებში, რომელიც ტრავმებს ექვემდებარება — ენის გვერდითა ზედაპირი, ლოყის ლორწოვანი გარსი, ტუჩების სხვადასხვა უბანი. აღსანიშნავია, რომ ცუდად მორგებული Continue reading “ფიბრომა პირის ღრუში”
ქლორჰექსიდინი —- წარმოადგენს ერთერთ ყველაზე აქტიურ ანტისეპტიკს. აქვს სწრაფი და ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე. ეფექტურია არხის მიკროფლორის, მათ შორის E. faecalis მიმართ. პრეპარატი სტაბილურია და გარკვეული დროის განმავლობაში რჩება ქსოვილებში მათი დამუშავების შემდეგ და აგრძელებს მოქმედებას.
ქლორჰექსიდინის ანტიმიკრობული მოქმედება დამოკიდებულია მის Continue reading “თანამედროვე ენდოდონტიაში გამოყენებული არხის სადეზინფექციო საშუალებები და მეთოდები (ნაწ. II)”
Zoom-ის ტექნოლოგია 2 ეტაპს მოიცავს: კბილის ზედაპირზე სპეციალური გელის აპლიკაცია, რომელიც წყალბადის ზეჟანგს შეიცავს და კბილების დასხივება Zoom-ის პლაზმური ლამპით.
ლამპის შუქის ზემოქმედებით ხდება გელის აქტივაცია, წარმოქმნილი ატომური ჟანგბადი აღწევს კბილის ქსოვილებში, რის ედეგადაც კბილი თეთრდება. აღნიშნული ტექნოლოგიის დიდი პლიუსია ის, რომ არ ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას პირის ღრუს ქსოვილებზე.
ამ ტექნოლოგიის გარდა, სტომატოლოგის არსენალში არის ასევე გათეთრების სხვა მეთოდებიც. მაგალითად, ფოტოგათეთრება. ამ შემთხვევაში გელის აქტივაციისთვის გამოიყენება ლაზერის სხივი. აღნიშნული მეთოდის დროს, პულპის გადახურება ხდება მინიმალურად.
შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის არაა ცნობილი, რომ კბილების გათეთრება შეიძლება დამოუკიდებლადაც, სახლის პირობებში, ამისათვის უნდა გქონდეთ სპეციალური კაპები და გელი. ეფექტი პროფესიონალური გათეთრების ანალოგიურია. განსხვავება მხოლოდ პროცესის ხანგრძლივობაშია: სტომატოლოგის კაბინეტში ჩატარებული გათეთრების პროცედურა 1-2 საათი გრძელდება, ხოლო სახლის პირობებში კაპების ტარება მოგიწევთ 2-3 კვირის განმავლობაში. თუნდაც სახლის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მაინც მოგიწევთ სტომატოლოგთან კონსულტაცია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის ეს მეთოდი.
უკუჩვენებად ითვლება ალეგიული რეაქცია წყალბადის ზეჟანგზე, ასევე მინანქრის მომატებული მგრძნობელობა. სახლის პირობებში გათეთრების დროს ადვილად შეიძლება გელი მოხვდეს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, კარიესულ ღრუებში, ყელში. ეს ყოველივე დაკავშირებულია მტკივნეულ შეგრძნებებთან, ამიტომ უნდა იყოთ ზედმიწევნით ყურადღებით ამ პროცედურის ჩატარებისას. უფრო მარტივია გამოიყენოთ პროფესიული დახმარება.
ჩვენს მიერ აღწერილი ტექნოლოგია საშუალებას იძლეევა მხოლოდ ერთ სეანსში მიიღოთ სასურველი შედეგი. ამასთანავე, გელის ძირითად კომპონენტად სულ უფრო ხშირად გამოიყენება კარბამიდის პეროქსიდი, რომელიც წყალბადის პეროქსიდისგან განსხვავებით არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. გათეთრების, მთელი პროცედურა დაახლოებით 1 საათს გრძელდება.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კბილების გათეთრების დაგეგმვისას, აუცილებელია პირის ღრუს გამოკვლევა. რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა მკურნალობა, ხოლო შემდეგ—- გათეთრების ჩატარება.