თუ კარიესი შენიშნეთ, სტომატოლოგის გეშინიათ და გარეთ კი 21-ე საუკუნეა, ბუნებრივია გუგლს მიმართავთ რჩევისთვის. ის კი უამრავ რესურსს შემოგთავაზებთ, სადაც მავანნი “დამაჯერებლად” გიზიარებენ თავის გამოცდილებას, თუ როგორ იმკურნალეს კარიესი ექიმის გარეშე. პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენს მდგომარეობაში ბევრია, ასეთი რესურსები კი ტრეფიკზე ანუ ვიზიტორების მოზიდვაზე მუშაობენ და თუ წყარო კვლევის შედეგს არ წარმოადგენს, მინიმუმ დროს დაკარგავთ კარიესული ღრუს სასწაულებრივი ამოვსების მოლოდინში. მეორე რიგში კი… Continue reading “კარიესის მკურნალობა ექიმის გარეშე: მითი თუ რეალობა”
Tag: მინანქარი
მიუხედავად იმისა, რომ კბილი მტკიცე ქსოვილებისაგან შედგება, იგი ჩვეულებრივი ორგანოა, თავისი ინერვაციით და სისხლმომარაგებით, თუმცა რეგენერაციის უნარი არ გააჩნია. კბილის დევიტალიზაცია ანუ “მოკვლა” როგორც მას ხშრად უწოდებენ, არღვევს მისი მაგარი ქსოვილების სისხლმომარაგებას, რადგან პულპა ანუ “ნერვი”, რომლის ამოღებაც დევიტალიზაციის მიზანია ტკივილის აღმოსაფხვრელად, ნერვული დაბოლოებების გარდა შეიცავს სისხლძარღვებსაც. სწორედ ისინი კვებავენ კბილის მაგარ ქსოვილს —- დენტინს. კვებას მოკლებული დენტინი დროთა განმავლობაში ოდნავ მუქდება და მყიფე ხდება, კარგავს ელასტიურობას და მცირე ტრავმებითაც კი შეიძლება დაზიანდეს. Continue reading “ფერშეცვლილი “მკვდარი” კბილის პრობლემა”
თუკი იგრძნოთ, რომ თქვენი კბილები გადაჭარბებულად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე, მარტივად რომ ვთქვათ მტკივნეულია სხვადასხვა მიზეზით, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს დაუყოვნებლივ. რადგან ამის მიზეზი შეიძლება იყოს კბილის ქსოვილების ნებისმიერი სერიოზული დაავადება.
კბილის მფარავი მინანქარს პრაქტიკულად არ აქვს შეგრძნების უნარი. და მაშასადამე მტკივნეული შეგრძნებები მიუთითებს, რომ ან მინანქარში გაჩნდა დეფექტი (კარიესი), ან შესაძლოა ვითარდება პაროდონტის დაავადება. Continue reading “ბზარები კბილებზე”