არხების მკურნალობა მტკივნეული პროცედურაა?
არხების მკურნალობა ტკივილთან ასოცირდება არა იმიტომ რომ პროდურაა მტკივნეული, არამედ იმიტომ რომ ინფექცია ფესვის არხში იწვევს ტკივილს და სწორედ ამიტომ არის საჭირო არხების მკურნალობა — მიზეზის და შესაბამისად ტკივილის მოსაშორებლად. ხშირად სწორედ შიშის გამო არიდებენ თავს მკურნალობას. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და მტკივნეული არ უნდა იყოს. Continue reading “არხების მკურნალობა. ხშირად დასმული კითხვები.”
Tag: მკვდარი კბილი
მიუხედავად იმისა, რომ კბილი მტკიცე ქსოვილებისაგან შედგება, იგი ჩვეულებრივი ორგანოა, თავისი ინერვაციით და სისხლმომარაგებით, თუმცა რეგენერაციის უნარი არ გააჩნია. კბილის დევიტალიზაცია ანუ “მოკვლა” როგორც მას ხშრად უწოდებენ, არღვევს მისი მაგარი ქსოვილების სისხლმომარაგებას, რადგან პულპა ანუ “ნერვი”, რომლის ამოღებაც დევიტალიზაციის მიზანია ტკივილის აღმოსაფხვრელად, ნერვული დაბოლოებების გარდა შეიცავს სისხლძარღვებსაც. სწორედ ისინი კვებავენ კბილის მაგარ ქსოვილს —- დენტინს. კვებას მოკლებული დენტინი დროთა განმავლობაში ოდნავ მუქდება და მყიფე ხდება, კარგავს ელასტიურობას და მცირე ტრავმებითაც კი შეიძლება დაზიანდეს. Continue reading “ფერშეცვლილი “მკვდარი” კბილის პრობლემა”