კარიესი დინამიური პროცესია, ხოლო პირის ღრუ ეკოსისტემას წარმოადგენს, სადაც ცოცხალი ორგანიზმები მუდმივ კავშირში არიან ერთმანეთთან და ამ გარემოს ყველა სხვა ელემენტთან. Continue reading “როგორ ჩნდება კარიესი”
Tag: ნადები
ყველამ კარგად ვიცით რამდენად აუცილებელია დღეში 2-ჯერ კბილების გახეხვა ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების შესანარჩუნებლად. მაგრამ ძალიან ცოტა თუ იყენებს ფლოსს ანუ კბილის ძაფს გახეხვის შემდეგ. არადა ამის გარეშე კბილების საერთო ზედაპირის მხოლოდ 60% იწმინდება და ნადების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ პირის ღრუში რჩება. ფლოსი აღწევს და წმენდს იმ ადგილებს, რასაც ჯაგრისი ვერ წვდება.
ეს კითხვა ერთერთია, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ პაციენტები და მეც შევეცდები კიდევ ერთხელ გავცე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი.
არასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა განმავობაში კი რბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა. როგორც ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც მრავლადაა პირის ღრუში. Continue reading “რატომ ჩნდება კბილებზე ქვები?”