ბავშვის დაბადების შემდეგ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პირველი კბილის ამოჭრაა, რომელსაც უდიდესი სიხარულით ხვდება ოჯახი. მაგრამ თუ პატარა თანდაყოლილი კბილით იბადება, ეს უმრავლეს შემთხვევაში შიშსა და გარუკვევლობის გრძნობას ბადებს. ასეთი კბილები ხშირად მართლაც ბევრ პრობლემას იწვევს — ტკივილს ძუძუს წოვის დროს და ამის გამო კვებაზე უარის თქმას, ტუჩის ან ენის დაზიანებას. Continue reading “თანდაყოლილი კბილები”
Tag: ორსულობა
ხშირად ხდება ხოლმე, რომ მომავალი დედები სათანადოდ არ აფასებენ პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობს. ახალი კვლევების თანახმად, ორსულობის დადგომა პრობლემატურია იმ ქალებში, რომლებსაც ღრძილების დაავადება აწუხებთ.
ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე პროფესორმა როჯერ ჰარტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაროდონტის დაავადება ისეთივე გავლენას ახდენს ქალთა ნაყოფიერებაზე, როგორც სიმსუქნე. Continue reading “ღრძილების დაავადება — საფრთხე მომავალი დედებისთვის”
ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რენტგენოდიაგნოსტიკა სტომატოლოგიაში. ხშირად მას გადანწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასასმელად. არცთ იშვიათად ჩნდება კითხვები მის უსაფრთხოობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს რენტგენის გამოსხივება, საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ მისი შესაძლებლობები. Continue reading “რენტგენი — მტერი თუ მეგობარი?”