ძვირფასო მეგობრებო!

გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში და შეავსოთ ეს კითხვარი, რომელიც ემსახურება პაროდონტის დაავადების გავრცელების გამოვლენას საქართველოს მოსახლეობაში.

კითხვარი სულ 5 შეკითხვას მოიცავს და მხოლოდ რამდენიმე წამს წაგართმევთ მისი შევსება. გამოკითხვა ანონიმურია. გამოკითხვა ტარდება “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ინიციატივით. Continue reading

“პაროდონტოზი”: რეალობა თუ მითი?

Image

ავტორი: თეა ნაცვლიშვილი — ექიმი-პაროდონტოლოგი, კლინიკა “ზიბექსი”.

შეიძლება ეს სტატია წაიკითხოს, როგორც პაციენტმა, ასევე სტომატოლოგმა. მინდა ყველა იმ ადამიანის ყურადღება მივიპყრო ვინც დარწმუნებულია, რომ არსებობს დაავადება სახელად “პაროდონტოზი” ან თავადაა ავად (რადგან ასე უთხრა ექიმმა-სტომატოლოგმა!).

თავიდანვე უნდა აღსნიშნო, რომ ამ დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა ხდება მხოლოდ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, რადგან რუსეთის პაროდონტოლოგთა ასოციაციამ 2001 წელს (პაროდონტის დაავადებების კლასიფიკაციის ბოლო გადახედვისას) ისევ შეინარჩუნა ეს ტერმინი და იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში სტომატოლოგთა უმეტესობა ხელმძღვანელობს რუსული ლიტერატურით, პაროდონტოზის არსებობა ისევ აქტუალური რჩება.

ამ დაავადებას ასე განმარტავენ: პაროდონტოზი არის პაროდონტის ქსოვილების არაანთებადი დაავადება, რის შედეგადაც ხდება ყბის ძვლებისა Continue reading ““პაროდონტოზი”: რეალობა თუ მითი?”

“ვექტორი”: პაროდონტიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

***პაროდონტი — კომპლექსი, რომელლიც მოიცავს კბილს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს (ღრძილი, მიმდებარე ძვლოვანი ქსოვილი და კბილის ირგვლივი იოგი).

პაროდონტის დაავადებასთან დაკავშირებული სტატისტიკა შემაშფოთებელია  — ზრდასრული მოსახლეობის 98% და მოზარდთა 83% მისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ ნიშნის მატარებელია.

დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ კომპლექსს, ან ქსოვილთა მხოლოდ ნაწილს, შეიძლება იყოს ანთებადი ან დისტროფიული ხასიათის.

გინგივიტი და პაროდონტიტი ერთმანეთთან დაკავშირებული ფორმებია. ანთებითი პროცესი თავიდან იწყება ღრძილიდან (გინგივიტი) და დროთა განმავლობაში ვრცელდება კბილის ირგვლივ იოგსა და ძვლოვან ქსოვილზე (პაროდონტიტი).

 

ამჯერად შევჩერდებით პაროდონტიტის მკურნალობის მეთოდებზე, კონკრეტულად კი აპარატ “ვექტორზე”.

პაროდონტიტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს იმ ქვებისა და გრანულაციური ქსოვილების მოშორება, რომელიც უხვადაა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ღრძილოვან (პათოლოგიურ) ჯიბეებში.

პირდაპირი ქირურგიული მეთოდების გარდა ამისათვის არსებობს ფიზიკური მეთოდებიც — პათოლოგიური ჯიბეების წმენდა მექანიკური ინსტრუმენტებით (კიურეტაჟი) და ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით.  როგორც მექანიკურ, ისე ულტრაბგერით მეთოდს აქვს ნაკლი — ამ დროს ზიანდება ღრძილის ღრმა ქსოვილები და კბილის ფესვის ზედაპირი. ხელით ჩატარებული  კიურეტაჟის დროს ექიმი ფაქტიურად ბრმად მოქმედებს. ულტრაბგერის ფიზიკური თვისებები ექიმს საშუალებას აძლევს მოაშოროს ქვები და ნადებები პათოლოგიური ჯიბის ყველაზე ღრმა წერტილებში კი, მაგრამ რხევები და ინსტრუმენტის გადახურება უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. გადა ამისა, ულტრაბგერითი სკალერის საშუალებით ვერ ხერხდება 5მმ-ზე ღრმა ჯიბეების დამუშავება.

“ვექტორის” მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაში მდგომარეობს, რისი მეშვეობითაც სამუსაო ინსტრუმენტს მოწესრიგებული რხევები გადაეცემა —- იგი მოძრაობს კონკრეტულად სამუშაო ზედაპირის გასწვრივ. გვერდითი მოძრაობები არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც.

სწორედ მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ქირურგიულ ჩარევას.

მუშაობის პროცესში იმსტრუმენტს მიეწოდება ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავისთავად ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.

“ვექტორის” აპარატით მუშაობისას გამოიყენება არა მეტალის, არამედ კომპოზიტის დრეკადი ინსტრუმენტები, რაც ისეთი რთული ზედაპირების გაწმენდის საშუალებას იძლევა, როგორიცაა კბილის ფესვი და ღრმად მდებარე იმპლანტები.

ფაქტიურად, “ვექტორის” აპარატი უალტერნატივოა დღესდღეობით. მის მაღალეფექტურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ფაქტიურად არ აღენიშნებათ უსიმოვნო შეგრძნებები, შესაბამისად არც ანესთეზიის გამოყენების საჭიროება არსებობს.