როგორ ჩნდება კარიესი

კარიესი დინამიური პროცესია, ხოლო პირის ღრუ ეკოსისტემას წარმოადგენს, სადაც ცოცხალი ორგანიზმები მუდმივ კავშირში არიან ერთმანეთთან და ამ გარემოს ყველა სხვა ელემენტთან.  Continue reading “როგორ ჩნდება კარიესი”

ღრძილების მკურნალობა —- შვება კბილებისთვის

gimili1პაროდონტის დაავადებები დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის.
დასაწყისისთვის, კარგი იქნება განვმარტოთ რა არის პაროდონტი — ესაა კბილის ირგვლივი ქსოვილების კომპლექსი. ისევე როგორც ყველა დაავადებას, პაროდონტის დაავადებებსაც აქვს გარკვეული სიმპტომები. ერთერთი პირველია სისხლდენა კბილების ხეხვის დროს. Continue reading “ღრძილების მკურნალობა —- შვება კბილებისთვის”

ნანოკომპოზიტური მასალები

nano2

სამწუხაროდ, ეკოლოგიური სიტუაცია, განსაკუთრებით კი მეგაპოლისებში, კვების კულტურა, სტომატოლოგიური მკურნალობისადმი დამოკიდებულება ადამიანებში სახარბიელო ნამდვილად არაა.  ამავდროულად, მკურნალობის მსოფლიო სტანდარტები, ჩვენი პაციენტების მოთხოვნები და შესაძლებლობები მატულობს. ყოველივე ეს იწვევს თანამედროვე დონის სტომატოლოგიური მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ მიკროელექტრონიკის, ელემენტური ფიზიკის, კოსმოსური და სამხედრო დარგების გვერდით, სტომატოლოგია გვევლინება მედიცინის მაღალდინამიურ, განვითარებად დარგად. გასული წლის 80-იანი წლებიდან დაიწყო კომპოზიციური მასალების აღმასვლა. მოკლე გამოყენების ვადა, სირთულეები მუშაობის პროცესში და არაესთეტიურობა —  მაშინდელი ქიმიური კომპოზიტების უარყოფით მხარეებს წარმოადგენდა. Continue reading “ნანოკომპოზიტური მასალები”